LAISSEZ-FAIRE
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა Laissez-faire-დან)
„LAISSEZ-FAIRE,” („დაე, წავიდეს თავისი გზით”) - თავისუფალი ბაზრის იდეოლოგია, ეკონომიკა სახელმწიფოს ჩაურევლობის გარეშე; ეკონომისტ-კლასიკოსთა შეხედულება, რომლის თანახმადაც სახელმწიფო რაც შეიძლება ნაკლებად უნდა ერეოდეს ეკონომიკის ფუნქციონირების პროცესში და გადაწყვეტილებების მიღება ბაზარს ეკისრებოდეს. ადამ სმითის აზრით, სახელმწიფოს როლი უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ კანონიერებისა და წესრიგის დაცვით (1), ეროვნული თავდაცვის უზრუნველყოფით (2) და საზოგადოებრივი საქონლის წარმოებით (3), რითაც ნაკლებად არის დაინტერესებული კერძო ბიზნესი. იგი სახელმწიფოს პრეროგატივაა.