ენოტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Enoti.jpg|thumb|350პქ|'''ენოტი''' (PROCYON)]]
 
[[ფაილი:Enoti.jpg|thumb|350პქ|'''ენოტი''' (PROCYON)]]
  
'''ენოტი''' - გვარი: ენოტი (PROCYON). [[სახეობა]]: ენოტი (procyon lotor). ენოტი ლამის ჩრდილოეთ ამერიკის ცხოველთა სამყაროს სიმბოლოდაა მიჩნეული. ეს სიმპათიური არსება მოხერხებულობითა და საზრიანობით გამოირჩევა. ადვილად ეგუება ახალ გარემოს. თავის სამშობლოში ქალაქების ფაუნის ტიპიური წარმომადგენელიც კი გახდა, სახლდება შენობების სახურავებზე და საწყობებში, იკვებებიან ნაგვის ბაკებში და ბეღლებში. ასეთი ადვილად ადაპტირებადი ცხოველი დიდი წარმატებით გავრცელდა ჩვენში, მაგრამ იქაური სიმბოლო და სიამაყე, აქ დამანგრეველ ფაქტორად იქცა.
+
'''ენოტი''' - გვარი: ენოტი (PROCYON). [[სახეობა (ბიოლოგია)|სახეობა]]: ენოტი (procyon lotor). ენოტი ლამის ჩრდილოეთ ამერიკის ცხოველთა სამყაროს სიმბოლოდაა მიჩნეული. ეს სიმპათიური არსება მოხერხებულობითა და საზრიანობით გამოირჩევა. ადვილად ეგუება ახალ გარემოს. თავის სამშობლოში ქალაქების ფაუნის ტიპიური წარმომადგენელიც კი გახდა, სახლდება შენობების სახურავებზე და საწყობებში, იკვებებიან ნაგვის ბაკებში და ბეღლებში. ასეთი ადვილად ადაპტირებადი ცხოველი დიდი წარმატებით გავრცელდა ჩვენში, მაგრამ იქაური სიმბოლო და სიამაყე, აქ დამანგრეველ ფაქტორად იქცა.
  
 
===== მოკლე აღწერილობა =====
 
===== მოკლე აღწერილობა =====
 
 
სხეულის სიგრძე 45-60 სმ. კუდისა - 25-38 სმ. წონა ზაფხულში 4-6 კგ. მდედრები მამრებზე ცოტათი პატარები არიან.
 
სხეულის სიგრძე 45-60 სმ. კუდისა - 25-38 სმ. წონა ზაფხულში 4-6 კგ. მდედრები მამრებზე ცოტათი პატარები არიან.
  
 
===== გავრცელება =====
 
===== გავრცელება =====
 
 
გავრცელებულია  ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში. შეყვანილია და აკლიმეტიზირებულია ახალ ზელანდიაში. შეყვანილია გერმანიაში, აზერბაიჯანში, ბელორუსიაში, ყირგიზეთში, უზბეკეთში და რუსეთის სამხრეთ ნაწილში. სსრკ-ში შემოყვანილია 1936-1965 წლების განმავლობაში. გაშვებულია დაახლოებით 1240 ინდივიდი 26 პუნქტში. განსაკუთრებით კარგად ადაპტირებულ იქნა აზერბაიჯანში. გვხვდება დაღესტანში, [[საქართველო|საქართველოში]], ბელორუსიაში და კრასნოდარის მხარეში. ყირგიზეთში, ყაბარდო-ბალყარეთში და სტავროპოლის მხარეში აკლიმატიზირება წარუმატებლად დამთავრდა.
 
გავრცელებულია  ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში. შეყვანილია და აკლიმეტიზირებულია ახალ ზელანდიაში. შეყვანილია გერმანიაში, აზერბაიჯანში, ბელორუსიაში, ყირგიზეთში, უზბეკეთში და რუსეთის სამხრეთ ნაწილში. სსრკ-ში შემოყვანილია 1936-1965 წლების განმავლობაში. გაშვებულია დაახლოებით 1240 ინდივიდი 26 პუნქტში. განსაკუთრებით კარგად ადაპტირებულ იქნა აზერბაიჯანში. გვხვდება დაღესტანში, [[საქართველო|საქართველოში]], ბელორუსიაში და კრასნოდარის მხარეში. ყირგიზეთში, ყაბარდო-ბალყარეთში და სტავროპოლის მხარეში აკლიმატიზირება წარუმატებლად დამთავრდა.
  

მიმდინარე ცვლილება 01:53, 27 მაისი 2024 მდგომარეობით

ენოტი (PROCYON)

ენოტი - გვარი: ენოტი (PROCYON). სახეობა: ენოტი (procyon lotor). ენოტი ლამის ჩრდილოეთ ამერიკის ცხოველთა სამყაროს სიმბოლოდაა მიჩნეული. ეს სიმპათიური არსება მოხერხებულობითა და საზრიანობით გამოირჩევა. ადვილად ეგუება ახალ გარემოს. თავის სამშობლოში ქალაქების ფაუნის ტიპიური წარმომადგენელიც კი გახდა, სახლდება შენობების სახურავებზე და საწყობებში, იკვებებიან ნაგვის ბაკებში და ბეღლებში. ასეთი ადვილად ადაპტირებადი ცხოველი დიდი წარმატებით გავრცელდა ჩვენში, მაგრამ იქაური სიმბოლო და სიამაყე, აქ დამანგრეველ ფაქტორად იქცა.

სარჩევი

[რედაქტირება] მოკლე აღწერილობა

სხეულის სიგრძე 45-60 სმ. კუდისა - 25-38 სმ. წონა ზაფხულში 4-6 კგ. მდედრები მამრებზე ცოტათი პატარები არიან.

[რედაქტირება] გავრცელება

გავრცელებულია ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში. შეყვანილია და აკლიმეტიზირებულია ახალ ზელანდიაში. შეყვანილია გერმანიაში, აზერბაიჯანში, ბელორუსიაში, ყირგიზეთში, უზბეკეთში და რუსეთის სამხრეთ ნაწილში. სსრკ-ში შემოყვანილია 1936-1965 წლების განმავლობაში. გაშვებულია დაახლოებით 1240 ინდივიდი 26 პუნქტში. განსაკუთრებით კარგად ადაპტირებულ იქნა აზერბაიჯანში. გვხვდება დაღესტანში, საქართველოში, ბელორუსიაში და კრასნოდარის მხარეში. ყირგიზეთში, ყაბარდო-ბალყარეთში და სტავროპოლის მხარეში აკლიმატიზირება წარუმატებლად დამთავრდა.

[რედაქტირება] ჰაბიტატები

ენოტისათვის განსაკუთრებით გამოსადეგი ჰაბიტატებია ფართოფოთლოვანი და შერეული ტყეები, ფუღუროვანი ხეებით და მეჩხერი, მაგრამ არა დამშრალი წყალსატევებით. ხშირად ცხოვრობენ დასახლებულ პუნქტებთან ახლოს. დიდი ტყის მასივების ფრაგმენტირება და აგრეთვე ახალი მდელოების წარმოქმნა იწვევს ენოტის საკვები ბაზის გაზრდას, ხოლო ტყეების გაფართოება და ხმელი ხის ჩეხვა უკუეფექტს იწვევს. აზერბაიჯანში ყველაზე ხშირად ენოტი გვხვდება დაბლობის ტყეებში, რომელშიც ბევრია ფუღუროიანი ხეები, ველური ხეხილი და უხვად მოიპოვება ქვეწარმავლები, ამფიბიები და მწერები. იგი გვხვდება ტყის კუნძულებში, რომელთა ახლოსაც მდებარეობს მარცვლეულის ყანები და ხეხილის ნარგავები.

[რედაქტირება] ცხოვრების ნირი

სიცოცხლის ნახევარს ხეზე ატარებს. სწრაფად სირბილი დიდხანს არშეუძლია. გამოდევნებისას ცდილობს, თავი ხეს შეაფაროს. შეუძლია თავქვე დაეშვას ხიდან. ტოტიდან ტოტით იგი გადადის ხოლმე ერთი ხიდან მეორეზე. კარგად დაცურავს. განსაკუთრებით აქტიურია ღამით. დღის განმავლობაში იგი ისვენებს ან თავის ბუნაგში, ან კიდევ ძინავს მსხვილი ფრინველის ბუდეში. უპირატესობას ანჭებს ფუღუროებს, რომელიც მდებარეობს 1მ-ის სიმაღლეზე. იგი სახლდება აგრეთვე გამომწვარ ხეებში და სხვა ცხოველების მიერ მიტოვებულ ბუნეგებში. ენოტი თავის ბუნაგს იყენებს მთელი წლის განმავლობაში. ხშირად თავის ადგილსამყოფელში გააჩნია რამოდენიმე თავშესაფარი. ერთ ფუღუროში ან კიდევ სხვა თავშესაფარში იმყოფება მთელი ოჯახი, იშვიათად ორი ოჯახი. ენოტი ეძლევა ზამთრის ძილს, რომელიც არ არის ღრმა და შეუძლია ადვილად გაღვიძება. ზამთრისთვის იდებს ქონს და მისი მასა აღწევს მთლიანი ცხოველის 1/3-ს. ძილის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მეტეოროლოგიურ პირობებსა და ენოტის სიმსუქნეზე. თბილ, უთოვლო ზამთარში იგი არ იძინებს.

[რედაქტირება] კვება

ენოტი ნამდვილი ევრიფაგია. იგი მოიპოვებს საკვებს მიწაზე, წყალში და ხეებზე. ძირითადი საკვების არ არსებობის შემთხვევაში იგი ადვილად გადაერთვება სხვა საკვებზე. ხშირად მოპოვებულ საკვებს, სანამ შეჭამს, რეცხავს წყალში. ზოგჯერ იკვებება ფუღუროში ან ხეზემ მჯდომარე.

[რედაქტირება] გამრავლება

ენოტი მონოგამია. წყვილდება თებერვალში, ზოგ ადგილებში - აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში, რომელსაც თან სდევს მამრების სასიყვარულო ყვირილები. ორსულობა გრძელდება დაახლოებით 63 დღეს. მდედრი შობს 2-6, 80 გრ. წონის ნაშიერს (იშვიათად 8-ს).

იბადებიან ბრმები და თვალს ახელენ დაახლოებით 20 დღის ასაკში, ისინი გარდა დედის რძისა, იკვებებიან სხვა საკვებითაც. ოჯახი იყოფა მეორე წელს, მძუნაობის დაწყების წინ, რომელშიც მონაწილეობენ წინა წელს დაბადებული მდედრებიც. მამრები მწიფდებიან ერთი წლით გვიან. სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 15 წელია.

[რედაქტირება] ტერიტორია

ინდივიდუალური ტერიტორია ვარირებს 4-9 კმ2-ის ფარგლებში, არის მონაცემები, რომ ენოტის ინდივიდუალური ტერიტორიები ვარირებს 0.2-49-46 ჰექტარს შორის. ზოგი მონაცემით მამრები იკავებენ 65 ჰექტარს ხოლო მდედრები 39 ჰა-ს მდედრები.

[რედაქტირება] ენოტი საქართველოში

საბჭოთა პერიოდში ძალზე პოპულარული იყო „ბუნების გაუმჯობესების“ იდეა და ამ მიმართულებით გარკვეული ექსპერომენტები ტარდებოდა. ამ იდეის გამო, ციმბირული ციყვის გარდა საქართველოში აღმოჩნდე შორეული აღმოსავლეთის ბინადარი ძაღლი, ჩრდილოამერიკული ენოტი, სამხრეთამერიკული ნუტრია, ჩრდილოამერიკული ანდატრი. ამ სახეობათა ტეაკლიმატიზაცია წარმატებით დამთავრდა (თუ ამას წარმატება შეიძლება ეწოდოს). ნუტრია, ენოტი და ენოტისებური ძაღლი არიდულ და სემიარიდულ ტერიტორიებზე გვხვდებიან.

ენოტი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ზაქათალა-რუხის ველზე გაუშვეს როგორც ძვირფასი ბეწვის მქონე ცხოველი. მან კარგად აითვისა ტერიტორია და ცოტა ხანში საქართველოში შემოიჭრა, გავრცელდა ალაზნის ველსა და ივრის ზეგანზე.



[რედაქტირება] წყარო

აფთარი, გიურზა და სხვები‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები