რთულყვავილოვანთა ოჯახი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''რთულყვავილოვნები''' - დედამიწაზე 250 ათასზე მეტი სახეობის ყვავილოვანი მცენარეა. მათგან 25 ათასი [[სახეობა]] რთულყვავილოვანთა ოჯახს მიეკუთვნება.  
+
'''რთულყვავილოვნები''' - დედამიწაზე 250 ათასზე მეტი სახეობის ყვავილოვანი მცენარეა. მათგან 25 ათასი სახეობა რთულყვავილოვანთა ოჯახს მიეკუთვნება.  
  
 
რთულყვავილოვანი მცენარეებია: მზესუმზირა, ასტრა, გეორგინა. გულყვითელა, ზიზილა, ღიღილო, გვირილა, ბაბუაწვერა, [[ვირისტერფა]].
 
რთულყვავილოვანი მცენარეებია: მზესუმზირა, ასტრა, გეორგინა. გულყვითელა, ზიზილა, ღიღილო, გვირილა, ბაბუაწვერა, [[ვირისტერფა]].

მიმდინარე ცვლილება 01:57, 27 მაისი 2024 მდგომარეობით

რთულყვავილოვნები - დედამიწაზე 250 ათასზე მეტი სახეობის ყვავილოვანი მცენარეა. მათგან 25 ათასი სახეობა რთულყვავილოვანთა ოჯახს მიეკუთვნება.

რთულყვავილოვანი მცენარეებია: მზესუმზირა, ასტრა, გეორგინა. გულყვითელა, ზიზილა, ღიღილო, გვირილა, ბაბუაწვერა, ვირისტერფა.

რთულყვავილოვან მცენარეთა წვრილი ყვავილები შეკრებილია კალათა ყვავილებად და გარედან მწვანე ფოთოლაკებისაგან შექმნილი საბურველი აქვს შემოხვეული. ხშირად მათ შეცდომით ერთ ყვავილად მიიჩნევენ.

რთულყვავილოვანთა ოჯახის ყველაზე დამახასიათებელი საერთო ნიშანია კალათა ყვავილედი. მასში უამრავი წვრილი ყვავილია თავმოყრილი. ყვავილები განლაგებულია საერთო ყვავილსაჯდომზე.

ყვავილს ორმაგი ყვავილსაფარი აქვს, მაგრამ ან არ ვითარდება, ან იგი შეცვლილია ჯაგრისებრბეწვიანი ქოჩრით და სიფრიფანა ქერქლებით. გვირგვინი შედგება 5 შეზრდილი ფურცლისაგან, მტვრიანებიც ხუთია; ისინი სამტვრეებით შეზრდილია მილივით და განლაგებულია ბუტკოს ირგვლივ. ყვავილში 1 ბუტკოა, რომლის ნასკვისაგან ვითარდება თესლურა ნაყოფი. მრავალი რთულყვავილოვანი მცენარის თესლურას აქვს ბეწვების ქოჩორი. ბეწვები განვითარებულია ყვავილის სახეშეცვლილი ჯამის ფოთლებისაგან. ქოჩრებით, ქარის საშუალებით, თესლურები ვრცელდება.

ყვავილის გვირგვინის აგებულების მიხედვით რთულყვავილოვან მცენარეებს აქვთ სხვადასხვა ტიპის ყვავილი.

მცენარე ბაბუაწვერას კალათაში ყვავილი ერთნაირია. მისი თითოეული ყვავილის გვირგვინის ფურცლები ქვედა ნაწილში მილადაა შეზრდილი. მათი ზედა ნაწილი კი გრძელ ენაკს მიემსგავსება. ამიტომ ასეთ ყვავილებს ენისებრ ყვავილებს უწოდებენ.

რთულყვავილოვანთა ოჯახის ზოგიერთი მცენარის კალათა ყვავილედი მხოლოდ მილისებრი ყვავილებისგანაა შექმნილი. ასეთია მაგალითად სარეველა მცენარე ნარი.

ზოგიერთ მცენარეს კალათა ყვავილედში უვითარდება მილისებრი და ძაბრისებრი ყვავილები. ასეთია მაგალითად ლურჯი ღიღილო. მისი ყვავილედის ცენტრში განლაგებულია მილისებრი ყვავილები, ნაპირებზე კი - ძაბრისებრი.


[რედაქტირება] წყარო

კორჩაგინა ვ. ბოტანიკა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები