სუბსტიტუცია (ლინგვისტიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
'''სუბსტიტუცია'''  – (ლათ. substitutio  – ჩანაცვლება), [[ბგერა]]თა ჩანაცვლება ცალკეულ სიტყვაში ან
 
'''სუბსტიტუცია'''  – (ლათ. substitutio  – ჩანაცვლება), [[ბგერა]]თა ჩანაცვლება ცალკეულ სიტყვაში ან
 
მხოლოდ რამდენიმე სიტყვაში ფონეტიკური განპირობებულობის გარეშე. სუბსტიტუცია არის არა კანონზომიერი
 
მხოლოდ რამდენიმე სიტყვაში ფონეტიკური განპირობებულობის გარეშე. სუბსტიტუცია არის არა კანონზომიერი
ფონეტიკური განვითარების შედეგი, არამედ ბგერის ერთბაში, სპორადული ცვლილება [[იტყვა]]ში. ერთადერთი „კანონზომიერება“ ის არის, რომ ერთმანეთის შეცვლა შეუძლიათ მხოლოდ აკუსტიკურად მსგავს ბგერებს.
+
ფონეტიკური განვითარების შედეგი, არამედ ბგერის ერთბაში, სპორადული ცვლილება [[სიტყვა]]ში. ერთადერთი „კანონზომიერება“ ის არის, რომ ერთმანეთის შეცვლა შეუძლიათ მხოლოდ აკუსტიკურად მსგავს ბგერებს.
  
 
ბგერათსუბსტიტუცია მიაჩნიათ ბგერათა არაადეკვატური აღქმის საფუძველზე აღმოცენებულ აკუსტიკურ მოვლენად ([[ახვლედიანი გიორგი (ენათმეცნიერი)|გ. ახვლედიანი]]).
 
ბგერათსუბსტიტუცია მიაჩნიათ ბგერათა არაადეკვატური აღქმის საფუძველზე აღმოცენებულ აკუსტიკურ მოვლენად ([[ახვლედიანი გიორგი (ენათმეცნიერი)|გ. ახვლედიანი]]).

მიმდინარე ცვლილება 01:47, 27 მაისი 2024 მდგომარეობით

სუბსტიტუცია – (ლათ. substitutio – ჩანაცვლება), ბგერათა ჩანაცვლება ცალკეულ სიტყვაში ან მხოლოდ რამდენიმე სიტყვაში ფონეტიკური განპირობებულობის გარეშე. სუბსტიტუცია არის არა კანონზომიერი ფონეტიკური განვითარების შედეგი, არამედ ბგერის ერთბაში, სპორადული ცვლილება სიტყვაში. ერთადერთი „კანონზომიერება“ ის არის, რომ ერთმანეთის შეცვლა შეუძლიათ მხოლოდ აკუსტიკურად მსგავს ბგერებს.

ბგერათსუბსტიტუცია მიაჩნიათ ბგერათა არაადეკვატური აღქმის საფუძველზე აღმოცენებულ აკუსტიკურ მოვლენად (გ. ახვლედიანი).

განასხვავებენ ორი სახის სუბსტიტუციას:
1. ბგერათა ჩანაცვლებას უცხოური ენიდან ნასესხებ სიტყვებში (ციფრი < რუს. цыфра, კათედრა < გერმან, Kathedra და ა. შ.);
2. ჩანაცვლებას მშობლიური ენის სიტყვებში (რამდენი > რამტენი, საბზელი > საბძელი და ა. შ.…).

სუბსტიტუციის პირველი შემთხვევა არ იწვევს მსესხებელი ენის არც ბგერათსისტემის და არც მისი ფონეტიკური იერის შეცვლას. თვით ჩანაცვლების პროცესი კი კანონზომიერად, უგამონაკლისოდ მიმდინარეობს.

სუბსტიტუციის მეორე სახე ფართოდ არის გავრცელებული ყველა ენაში, მაგრამ მას არ ახასიათებს ისეთი კანონზომიერება, რომელიც აქვს პირველი ტიპის ბგერათჩანაცვლებას.

სუბსტიტუცია, განსაკუთრებით პირველი ტიპის, მოქმედებს როგორც ხმოვნებში, ისე თანხმოვნებში, ხოლო მეორე სახისა – მხოლოდ თანხმოვნებში.

ნ. იმნაძე


[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ახვლედიანი გ., ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები, თბ., 1949.

[რედაქტირება] წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები