ისაკყაუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ისაკყაუ''' – სოფელი საქართველოში, თიღვის მუნიციპალიტეტში. ...)
 
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
'''ისაკყაუ''' – სოფელი [[საქართველო]]ში, თიღვის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე შუა ფრონის მარჯვენა ნაპირზე. ყოფილი გიორგიწმინდა.
 
'''ისაკყაუ''' – სოფელი [[საქართველო]]ში, თიღვის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე შუა ფრონის მარჯვენა ნაპირზე. ყოფილი გიორგიწმინდა.
  
 +
==== სახელწოდბა ====
 
ტოპონიმი გიორგიწმინდა წარმომდგარია აქ არსებული საკულტო ძეგლის, წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის, გამო. საქართველოში დღესაც რამდენიმე სოფელი ატარებს ამ უმაღლესი ქრისტიანული წმინდანის სახელს. ასეთი  
 
ტოპონიმი გიორგიწმინდა წარმომდგარია აქ არსებული საკულტო ძეგლის, წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის, გამო. საქართველოში დღესაც რამდენიმე სოფელი ატარებს ამ უმაღლესი ქრისტიანული წმინდანის სახელს. ასეთი  
 
სოფლებია [[სამცხე]]ში (ახალციხის რ.), გარეკახეთში (საგარეჯოს რ.), [[ხევსურეთი|ხევსურეთში]] (დუშეთის რ., შატილის თემი). ყველა ისინი ძველ ქართულ საისტორიო წყაროებში დადასტურებულნი არიან. ერთ-ერთი  
 
სოფლებია [[სამცხე]]ში (ახალციხის რ.), გარეკახეთში (საგარეჯოს რ.), [[ხევსურეთი|ხევსურეთში]] (დუშეთის რ., შატილის თემი). ყველა ისინი ძველ ქართულ საისტორიო წყაროებში დადასტურებულნი არიან. ერთ-ერთი  

მიმდინარე ცვლილება 19:01, 26 მაისი 2024 მდგომარეობით

ისაკყაუ – სოფელი საქართველოში, თიღვის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე შუა ფრონის მარჯვენა ნაპირზე. ყოფილი გიორგიწმინდა.

[რედაქტირება] სახელწოდბა

ტოპონიმი გიორგიწმინდა წარმომდგარია აქ არსებული საკულტო ძეგლის, წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის, გამო. საქართველოში დღესაც რამდენიმე სოფელი ატარებს ამ უმაღლესი ქრისტიანული წმინდანის სახელს. ასეთი სოფლებია სამცხეში (ახალციხის რ.), გარეკახეთში (საგარეჯოს რ.), ხევსურეთში (დუშეთის რ., შატილის თემი). ყველა ისინი ძველ ქართულ საისტორიო წყაროებში დადასტურებულნი არიან. ერთ-ერთი ასეთი სახელდების სოფელი ცნობილი იყო შიდა ქართლშიც, მაგრამ ჩვენი საუკუნის 30-იან წლებში, როცა განუკითხავად ისპობოდა ქრისტიანული ეკლესია-მონასტრები და მათთან ერთად მათი სახელწოდებები, რის სანაცვლოდაც ჰაი-ჰარად, ძალით თავმოხვეულად „სთავაზობდნენ“ მოსახლეობას რევოლუციური სულისკვეთების ამსახველ ტოპონიმებს („წინსვლა“, „განახლება“, „დიდი განთიადი“, „პირველი მაისი“, „სოციალისტური სოფელი“, „ოქტომბერი“…), შიდა ქართლის გიორგიწმინდაც ვერ ასცდა „რეფორმისტულ“ მოძრაობას და მაშინდელი სამხრეთ ოსეთის სწავლულთა რადიკალურმა ნაწილმა ამ ისტორიულ სოფელს თავისი „ეროვნული გმირის“ ისაკ ხარებოვის პატივსაცემად და მისი განსაკუთრებული „ღვაწლის“ პატივსაცემად ისაკყაუ („ისაკის სოფელი“) შეარქვა. საქართველოს იმდროინდელმა მთავრობამ ოსი „რევოლუციონერ -ნოვატორების“ წინადადებას მხარი აუბა და გიორგიწმინდის ნაცვლად ისაკყაუ დააკანონა (ასევე გადაარქვეს ძველ ქართულ ოქონას სახელი და მას მეორე ოსი „ეროვნული გმირის“ ზნაურ აიდაროვის უკვდავსაყოფად ზნაური უწოდეს) ამ ორი „სახალხო გმირი დამსახურების ისტორია დღეს ყველა ქართველისათვის კარგად არის ცნობილი – ორივემ დიდად გაითქვა სახელი 1920 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ უსასტიკესი, დაუნდობელი ბრძოლით და სისხლიანი ტერორით მაშინდელი სამაჩაბლოს მოსახლეობის, განსაკუთრებით, თავადაზნაურული ფენის წარმომადგენელთა მიმართ. ამიტომ სამართლიანი იქნებოდა, თუ დღევანდელი ისაკყაუ გაუქმდებოდა და მის ნაცვლად კანონიერი (ისტორიული) სახელწოდება გიორგიწმინდა აღდგებოდ.

[რედაქტირება] წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები