ერტისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
'''ერტისი''' – სოფელი [[საქართველო]]ში, ალგეთის ხეობის [[ქართლი|ქართლში]], თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში  მდინარე ბორბალოსხევის ნაპირზე.  ისტორიული ტაგნაგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით.  
 
'''ერტისი''' – სოფელი [[საქართველო]]ში, ალგეთის ხეობის [[ქართლი|ქართლში]], თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში  მდინარე ბორბალოსხევის ნაპირზე.  ისტორიული ტაგნაგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით.  
  
 +
==== სახელწოდბა ====
 
ხალხურ გადმოცემას თუ დავუჯერებთ, მთელი ეს ადგილები სჭერია ერთ კაცს, ყოფილა ერთისი და ამიტომაც შეერქვა სოფელს ერთისი ანუ ერტისი (არჩილ აფციაური, სოფ. ღვევი).
 
ხალხურ გადმოცემას თუ დავუჯერებთ, მთელი ეს ადგილები სჭერია ერთ კაცს, ყოფილა ერთისი და ამიტომაც შეერქვა სოფელს ერთისი ანუ ერტისი (არჩილ აფციაური, სოფ. ღვევი).
  

მიმდინარე ცვლილება 18:51, 26 მაისი 2024 მდგომარეობით

ერტისი – სოფელი საქართველოში, ალგეთის ხეობის ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდინარე ბორბალოსხევის ნაპირზე. ისტორიული ტაგნაგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით.

[რედაქტირება] სახელწოდბა

ხალხურ გადმოცემას თუ დავუჯერებთ, მთელი ეს ადგილები სჭერია ერთ კაცს, ყოფილა ერთისი და ამიტომაც შეერქვა სოფელს ერთისი ანუ ერტისი (არჩილ აფციაური, სოფ. ღვევი).

სპეციალისტთა ერთი ნაწილი სახელწოდება ერტისს ეთნიკურ (სატომო) სახელ ჰერ-თან აკავშირებს (ი. მაისურაძე), მაგრამ ამგვარი ვარაუდის გაზიარება ერთობ ჭირს, რადგან ამ შემთხვევაში აუხსნელი დაგვრჩება ფუძეში -- თანხმოვნის ჩართვის მიზეზი: (ჰერ-ჰერტ-?). იმავე სპეციალისტის მიერ ერტისი რატომღაც წარმოდგენილია ისეთი ტოპონიმები გვერდით, როგორიცაა: ერეთა/ო, ერედა, ერედვი, ერისწყალი და სხვ. რაკი ყოველი მათგანი ერ- მარცვლით არის დაწყებული. ჩვენი ვარაუდით ტოპონიმ ერტისის ერ- ელემენტამდე დაყვანა გაუმართლებელია, რადგან ერტისის ძირია ერტ- სიტყვა და არა ერ- საწყისი მარცვალი. თვითონ ერტ- ძირი უნდა მომდინარეობდეს ქართლურ დიალექტში საკმაოდ გავრცელებული სიტყვისაგან ეტი, რომელიც სამეურნეო (მევენახეობა-საირიგაციო დარგის) ტერმინია და სხვადასხვა მნიშვნელობით გამოიყენებოდა: ეტი 1. ვაზების რამდენიმე მწკრივი ერთად (რასაც ერთ გავლაზე კრეფენ); – სვე რთველში. 2. კუთხ. ქართლ. ვენახის ან ბაღის თითოეული ის ნაწილი, რომელთა შორის ბილიკი ან საურმე გზა არის დარჩენილი. ძველი კვალი, რომელიც მიჯნად იყო გამოყენებული მამულში.

ალბათ გაგვახსენდება ცნობილი პოეტის ნიკო სამადაშვილის (1905-1963) ლექსი „ჩემი სოფელი“, რომელშიც ნათქვამია:

„უძრავი ტახტი, წალო, ზანდუკი,
ფერისცვალობა, საფლავზე ხილი,...
პირველი თრთოლვ-ა, როგორც შარბათი,
ეტიდან ეტში იების გუბე,
დილით თივის ქვეშ სველი ბარათი..

ქართველი ეთნოგრაფების მიერ გამოვლენილია ეტის, როგორც სამეურნეო ტერმინის, დამატებითი მნიშვნელობანი. „ეტი ვენახის ვაკისს ეწოდება“. „ვენახში ხელოვნურად გაშენებულ, მოვაკებულ კვლებს ეტი ეწოდება“, „ბოსტნის ტერასი ყველა მისი შემადგენელი ნაწილით ტახტია, ხოლო მასზე გამოცალკევებული ვაკისი – ეტი“.

ცნობილი ყოფილა ეტის სხვა მნიშვნელობაც: „რუებიდან გადაყვანილი იყო... ნაკადელები („ნაკადულები“)... ნაკადელებიდან გაყვანილი იყო წყლის უფრო მცირე სადინარები – ეტები ანუ საქცევები.

სულხან-საბა ორბელიანის მიხედვით ტერმინი ეტი, კერძოდ, „ვენაჴის ეტი“ იგივე არაკალი ყოფილა. შესაძლებელია ამ ტერმინთან (არაკალი) იყოს დაკავშირებული სოფლების დიდი არაქალის და პატარა არაქალის (ნინოწმინდის, ყოფ. ბოგდანოვკის რ.), აგრეთვე არა-ქელის (ბოლნისის რ.) სახელწოდებანი. შინაარსობრივად ისინი სარწყავი ეტების ანუ არაკალების არსებობას უნდა უკავშირდებოდნენ. ტერმინი არაკალი (არიკალი?) ვფიქრობთ, თურქ. arik („არხი“, „წყლის ნაკადელი") სიტყვის გაქართულებული ფორმაა იგი ზუსტად მიესადაგება ეტის ნ. აბესაძისეულ განმარტებას. საფიქრებელია, რომ ადგილს, რომელსაც პატარ-პატარა ეტებით ანუ ნაკადელებით რწყავდნენ, ანუ ადგილს, რომელზედაც სავენახე კვლები (ტახტები, ვაკისები) ხელოვკნურად იყო გაშენებული, ეტ-ის-ი იგივე ერტ-ის-ი ეწოდებოდა (-- სონორი თანხმოვნის წინ ფონეტიკურ ნიადაგზეა გაჩენილი). შემდგომ, როცა აქ სოფელი გაშენებულა, ხალხს მისთვის ადრინდელი სამიწათმოქმედო ობიექტის კუთვნილი სახელი შეურქმევია.

ზოგი მკვლევარი ერტისის წარმომავლობას რატომღაც საკულტო ტერმინ ესტატეწმინდას უკავშირებს, თუმცა სარწმუნოდ არის გარკვეული, რომ ესტატეწმინდისაგან ერთაწმინდაა წარმომდგარი (აკ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე) და არა ერტისი.

ერტისის მიხედვით არის წარმოქმნილი ცნობილი ქართული გვარი ერთელიშვილი, რომელიც თავდაპირველად ერტ-ელ-ის-შვილად უნდა ყოფილიყო ცნობილი: ერტ-ელ-ი – ერტ-ის-ელ-ი: „ერტისიდან საცხოვრებლად სხვაგან გადასული კაცის შთამომავალი“.


[რედაქტირება] წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები