ზუგდიდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Zugdidi.PNG|thumb|ზუგდიდი]]
+
[[ფაილი:Zugdidi.PNG|thumb|250პქ|ზუგდიდი]]
 
'''ზუგდიდი''' – ქალაქი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურულ-ადმინისტრაციული ცენტრი დასავლეთ საქართველოში, [[სამეგრელო]]-ზემო [[სვანეთი]]ს მხარეში. მდებარეობს ოდიშის დაბლობზე, [[მდინარე]] [[ჩხოუში]]ს ნაპირას, ზღვის დონიდან 110 მ სიმაღლეზე, [[თბილისი]]დან 330 კმ.
 
'''ზუგდიდი''' – ქალაქი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურულ-ადმინისტრაციული ცენტრი დასავლეთ საქართველოში, [[სამეგრელო]]-ზემო [[სვანეთი]]ს მხარეში. მდებარეობს ოდიშის დაბლობზე, [[მდინარე]] [[ჩხოუში]]ს ნაპირას, ზღვის დონიდან 110 მ სიმაღლეზე, [[თბილისი]]დან 330 კმ.
  
 +
==== სახელწოდება ====
 
ხალხური ტრადიციული გადმოცემის მიხედვით [[ტოპონიმი]] ზუგდიდი  [[სიტყვა]] ზურგს უკავშირდება: „ქალაქის ციხეს მტერი ადვილად ვერ აიღებდა, რადგან მეომრები ერთიმეორეს ზურგით უდგნენ, ერთიმეორეს ზურგს უმაგრებდნენ, მტერი ვეღარსაიდან ვერ შემოიპარებოდა“. (ვალიკო კემულარია, ქ. ზუგდიდი)  
 
ხალხური ტრადიციული გადმოცემის მიხედვით [[ტოპონიმი]] ზუგდიდი  [[სიტყვა]] ზურგს უკავშირდება: „ქალაქის ციხეს მტერი ადვილად ვერ აიღებდა, რადგან მეომრები ერთიმეორეს ზურგით უდგნენ, ერთიმეორეს ზურგს უმაგრებდნენ, მტერი ვეღარსაიდან ვერ შემოიპარებოდა“. (ვალიკო კემულარია, ქ. ზუგდიდი)  
  

მიმდინარე ცვლილება 19:17, 26 მაისი 2024 მდგომარეობით

ზუგდიდი

ზუგდიდი – ქალაქი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურულ-ადმინისტრაციული ცენტრი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში. მდებარეობს ოდიშის დაბლობზე, მდინარე ჩხოუშის ნაპირას, ზღვის დონიდან 110 მ სიმაღლეზე, თბილისიდან 330 კმ.

[რედაქტირება] სახელწოდება

ხალხური ტრადიციული გადმოცემის მიხედვით ტოპონიმი ზუგდიდი სიტყვა ზურგს უკავშირდება: „ქალაქის ციხეს მტერი ადვილად ვერ აიღებდა, რადგან მეომრები ერთიმეორეს ზურგით უდგნენ, ერთიმეორეს ზურგს უმაგრებდნენ, მტერი ვეღარსაიდან ვერ შემოიპარებოდა“. (ვალიკო კემულარია, ქ. ზუგდიდი)

სპეციალისტ-მკვლევართა უმრავლესობა თვლიდა და ახლაც თვლის, რომ სახელწოდება ზუგდიდი წარმოქმნილა ზურგ- სიტყვისაგან, რომელსაც საზღვრულად ზედსართავი დიდი დართვია: ზურგ-დიდი - ზუგ-დიდი (მარი ბროსე, პლ. იოსელიანი, დიმ. ბაქრაძე, ნინო ხოშტარია, ზ. ჭუმბურიძე, შ. გოგატიშვილი…) ამგვარი გაფორმება გეოგრაფიული სახელებისა დასავლეთ საქართველოსათვის, კერძოდ, აჭარა-სამეგრელოსათვის, ძალზე ნიშანდობლივია: გადიდი, ზენდიდი, ივანდიდი, კონდიდი, მარადიდი, ნოღადიდა|| ლოღაიდა, ჭყონდიდი და სხვ. ზუგდიდის ზურგ-დიდი-საგან მომდინარეობას ბევრი იზიარებდა და იზიარებს, თუმცა ამ ვარაუდს იმთავითვე მოწინააღმდეგეც ბევრი ჰყავდა. პოეტი რაფიელ ერისთავი, მაგალითად, თვლიდა, რომ ასეთი რამ „მეტისმეტად ნაძალადევი ეტიმოლოგია იყო.პირველი მკვლევარი, ვინც ყურადღება მიაპყრო ზუგდიდის წარმოშობის ისტორიას, მის ეტიმოლოგიურ მხარეს, გამოჩენილი ფრანგი მოგზაური, ეთნოგრაფი და არქეოლოგი დიუბუა დე მონპერე იყო. მისი ერთ-ერთი ვარაუდით ტოპონიმისათვის ამოსავალი უნდა ყოფილიყო სიტყვა ზუბი, რაკი ძველ დოკუმენტებში ზუგდიდი ზუბდიდის სახით არის წარმოდგენილი და სამეგრელოს მოსახლეობაც მას ზუფუს (← ზუბუ) უწოდებდაო. აღნიშნული თვალსაზრისი (ზუგდიდი ← ზუბდიდი) შემდგომ განავრცო და დამატებითი ეთნოგრაფიული მასალით შეავსო გამოჩენილმა ისტორიკოსმა შ. მესხიამ. მისი ვარაუდითაც ზუგდიდი ზუბდიდისაგან უნდა გვქონოდა მიღებული; ხალხს სიტყვა ზუბის შინაარსი მოგვიანებით ვეღარ გაუგია და ზუგ (||ზურგ-) სიტყვად გაუაზრიანებიაო.

ნ. მარმა ზუგდიდის წარმომავლობის სულ სხვაგვარი ვერსია წამოაყენა. მან კატეგორიულად უარყო როგორც ზურგ-||ზუგ- და ზუბ- სიტყვები, ისე ზედსართაული საზღვრული დიდი. სამაგიეროდ მან ტოპონიმ ზუგდიდში სატომო სახელი სგუ ივარაუდა, რომელიც, თითქოს სკუთ||სკვით ეთნონიმისაგან მოდიოდა. ამ ფუძისაგან თავის მხრივ დროთა განმავლობაში მიგვიღია სუგ-და ანუ სუგუ-და ფორმები, რომელშიც ბოლო -და ელემენტს მრავლობითი რიცხვის აღნიშენა ჰქონია დაკისრებული. დასასრულ, ფუძეში მომხდარა ს-ანის გამჟღერება ზ-თანხმოვნად და საბოლოოდ ზუგუდა სიტყვისაგან ზუგიდა||ზუგიდი ჩამოყალიბებულაო.

ერთობ მოულოდნელი ვარაუდი გამოთქვა კ. ჰანმაც: ზუგ არაბულად „ბაზარს“ ჰქვია და, მაშასადამე, ზუგდიდი დიდ ბაზარს ნიშნავსო. საინტერესოა, რომ მკვლევარი იქვე სრულიად განსხვავებულ ჩვენი აზრით, მართებულ!) ვარაუდს გვთავაზობს, რომლის თანახმადაც ზუგდიდი ესაა იგივე ზურგ-დიდი („большая спина“, „большой хребет“) და მნიშვნელობით მეორე ცნობილ ტოპონიმ ოზურგეთს უკავშირდებაო.

ზუგდიდის სვანურ ზუგ- სიტყვასთან შესაძლო კავშირის შესახებ აღნიშნული ჰქონდა ჯერ კიდევ ეგნ. გაბლიანს (იხ. მისი „სვანეთი“, მანქანაზე გადაბეჭდილი ხელნაწერი, დაცული სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში, გვ. 48).

ჩვენი ფიქრითაც ზუგდიდ- სახელში ამოსავალია ქართველური ზუგ-||ზუგვ- სიტყვა („ბორცვი", „გორაკი“, „შემაღლებული ადგილი“), რომელიც თავისი პირვანდელი მნიშვნელობით დღეს ყველაზე უკეთ სვანურს დაუცავს. ზუგ-ს აქ სამოქმედო არეალი გაუფართოვებია და საფიხვნოს, სანახმოს, სოფლის თავშეყრის ადგილის აღნიშვნაც უკისრია: სვანური პოეზიის ნიმუშებში ვკითხულობთ:


„დედე ღვარან ზუგვ-თე ადღერ, „დედილამ, წადი ბორცვისაკენ,
ზუგვ-ლAaa.PNGდჟი ლახშდირალან!“, ბორცვაკზე ითამაშე!“

ზუგ-||ზუგვ- სიტყვა საფიხვნოს, სანახშოს გაგებით თანამედროვე ქართულ ლიტერატურაშიც გვხვდება: „იცოდნენ ხალდელებმა: ეს ნიშანი იყო, რათა ზუგზე ანუ საფიხვნოზე შეკრებილიყვნენ…“ „სოფლის ავ-კარგი მათ არ ეკითხებოდათ და ამიტომ არც ზუგზე გამოჩენი-ლან“

როგორც ვხედავთ, საკმაო საფუძველი არსებობს იმისათვის, რომ ზუგ-დიდი გავიაზროთ როგორც „ბორცვდიდი“, „ადგილი, სადაც სხვა ბორცვთაგან განსხვავებული მაღალი ზუგი (ბორცვი) იდგა“ (ან დგას).

ზუგდიდის შესახებ უკანასკნელ წლებშიც არაერთი საყურადღებო წერილი გამოქვეყნდა, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია აკად. ქ. ლომთათიძის ნაშრომი. მასში ხაზგასმულია, რომ რეალურად არსებულ ზუბდიდ-ზუგდიდ ფორმებისათვის ამოსავალია ზუგვ-დიდი, რაც მიესადაგება ტოპონიმის ტრადიციულ გაგებას: „ბორცვ-დიდი“, „ზუგვ-დიდი“.

ერთობ საყურადღებო მიმოხილვითი ხასიათის წერილი გამოქევევნდა 1987 წელს. მასში დაწვრილებითაა წარმოდგენილი საკითხის შესწავლის ისტორია. წერილის ავტორი გურია-სამეგრელოს ტოპონიმიის მკვლევართა (ი. სიხარულიძე, გ. ელიავა) მიერ მოპოვებულ მდიდარ მასალაზე დაყრდნობით ემხრობა იმ აზრს, რომ ზუგდიდი მართლაც ზუგ||ზურგ- („ბორცვი“) სიტყვისაგან უნდა მომდინარეობდეს.

შეგვიძლია დავასკვნათ: გამოჩენილი ქართველოლოგის, ჩვენი ეროვნული ლიტერატურისა და კულტურის დიდი მოამაგის მარი ბროსეს მიერ ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იან წლებში გამოთქმულმა ვარაუდმა ზუგდიდის ზურგ||ზუგ („გორაკი“, „ბორცვი“) სიტყვისაგან მომდინარეობის თაობაზე (რომელსაც თავის დროზე პ. იოსელიანმაც დაუჭირა მხარი), დროის გამოცდას გაუძლო; დღეს მკვლევართა აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ ამ თვალსაზრისს ადგას.

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები