მატანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''მატანი''' – დიდი სოფელია აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთში, [[...)
 
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
'''მატანი''' – დიდი სოფელია აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთში, [[ახმეტის მუნიციპალიტეტი|ახმეტის მუნიციპალიტეტში]]. მდინარე მატნისხევის ნაპირებზე. ზღვის დონიდან 570 მ, ახმეტიდან 5 კმ.
 
'''მატანი''' – დიდი სოფელია აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთში, [[ახმეტის მუნიციპალიტეტი|ახმეტის მუნიციპალიტეტში]]. მდინარე მატნისხევის ნაპირებზე. ზღვის დონიდან 570 მ, ახმეტიდან 5 კმ.
  
==== ეტიმოლოგია ====
+
==== სახელწოდება ====
 
სარწმუნო და საბოლოო ეტიმოლოგია არ არსებობს. ერთობ გულუბრყვილოა ხალხური გადმოცემები სოფლის სახელწოდების წარმოშობის თაობაზე. გავრცელებულია ორი გადმოცემა:  
 
სარწმუნო და საბოლოო ეტიმოლოგია არ არსებობს. ერთობ გულუბრყვილოა ხალხური გადმოცემები სოფლის სახელწოდების წარმოშობის თაობაზე. გავრცელებულია ორი გადმოცემა:  
  

მიმდინარე ცვლილება 01:35, 26 მაისი 2024 მდგომარეობით

მატანი – დიდი სოფელია აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში. მდინარე მატნისხევის ნაპირებზე. ზღვის დონიდან 570 მ, ახმეტიდან 5 კმ.

[რედაქტირება] სახელწოდება

სარწმუნო და საბოლოო ეტიმოლოგია არ არსებობს. ერთობ გულუბრყვილოა ხალხური გადმოცემები სოფლის სახელწოდების წარმოშობის თაობაზე. გავრცელებულია ორი გადმოცემა:

„აქა ყოფილა დიდი რაოდენობით მადანი. ამისათვის სოფელს დაერქო მადანი, იგივე მატანი“ (ნასყიდა ისაკის ძე ხოხობაშვილი).

„ერთხელ ეკლესიაში შესულან თათრები. ამ დროს მიუტანებიათ ქართველებს და პირწმინდათ დაუხოციათ. მერე ერთ კაცს რო უკითხია ეს ამბავი, მეორეს ხელით უჩვენებია: აი, იქ მაატანეს, აი, იქ მაატანეს ქართველებმაო! (მარინე ივანეს ასული მარუქაშვილი)

ჩვენი ვარაუდით მატანი საერთოს უნდა ავლენდეს ფშაურსა და ხევსურულში არსებულ სიტყვასთან მიტალა||მატალა, რაც მომჟავო-მომლაშო მინერალურ წყალს, მუჯას ეწოდება. მიტალა ნიშნავს: „ოდნავ მომჟავო, ცუდი გემოს წყალი, იგივე მუჯა“. შემთხვევითი არ არის, რომ მატანის ერთ-ერთ დიდ უბანს მარელისი იგივე მარილისი ეწოდება. ვაჟა-ფშაველა ამ სოფელს მატან-მარლის-ს უწოდებდა. უფრო ადრე სოფელს მარელისი||მარილისი რქმევია; მარილიანი ქანებისა თუ მლაშე ვეძა წყაროების აღმნიშვნელი ფშაურ ხევსურული მიტალა||მატალა გვიანდელი წარმოშობის ჩანს. საყურადღებოა, რომ უწინ მატანი ოფიციალურ წყაროებში თუ სპეციალურ ლიტერატურაში მარელის-ად მოიხსენიებოდა. მარელისი – მარილისი თანდათან დავიწყებას მისცემია და უპირატესობა ადგილობრივი კილოსათვის ნიშანდობლივ მიტალა თუ მატალა ფორმას მისცემია, საიდანაც დღევანდელი მატანი წარმომდგარა.

ჩვენს ვარაუდს მხარს უჭერს ის ფაქტი, რომ სოფ. მატნის შემოგარენში გვხვდება საკმაოდ ბევრი მიკროტოპონიმი, რომლებშიც ასახულია აქაური ნიადაგის ჭარბმარილიანობა, მლაშე წყაროების სიმრავლე: დიდი ვეძა, პატარა ვეძა, ვეძა, ვეძათხევი, ვეძის ბექები, ვეძის ბოლო, მლაშეები… ამ ადგილების თავისებურება ის არის, რომ ყოველი მათგანის სიახლოვეს გამოედინება მლაშე მინერალური წყაროები. ყოველივე ეს ერთხელ კიდევ გვარწმუნებს, რომ ამ ადგილებს, ხოლო შემდგომ-სოფელს მარილისი||მარელისი შემთხვევით არ შერქმევია; ობიექტისათვის სახელრქმევა მოტივირებულია.

[რედაქტირება] წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები