ობჩა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
 
'''ობჩა''' −  დასავლეთ [[საქართველო]]ში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფლების პირველი ობჩისა და მეორე ობჩის ძველი სახელწოდება.
 
'''ობჩა''' −  დასავლეთ [[საქართველო]]ში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფლების პირველი ობჩისა და მეორე ობჩის ძველი სახელწოდება.
  
 +
====სახელწოდება====
 
ობჩა ისტორიული სოფელია. ქართულ ეკონომიკურ და საისტორიო ძეგლებში იგი XVI საუკუნის პირველი ათეული წლებიდან მოიხსენიება. ერთ-ერთ საბუთში აღნიშნულია, რომ აქ მოსახლე ბურჯანაძეების რვა კომლი ყმა-გლეხი მეფეთ-მეფე ბაგრატს [[ბიჭვინთის ღვთისმშობლის ტაძარი|ბიჭვინტის ღვთისმშობლის ეკლესიისათვის]] შეუწირავს. იმავე პერიოდის ერთი ეკონომიკური  
 
საბუთის მიხედვით ოფჩელებს ეკლესიის „გამოსაღები“ მართებიათ.ცნობილ „ბიჭვინტის იადგარში“ (ეკლესიისათვის შეწირულ სოფელთა  
 
საბუთის მიხედვით ოფჩელებს ეკლესიის „გამოსაღები“ მართებიათ.ცნობილ „ბიჭვინტის იადგარში“ (ეკლესიისათვის შეწირულ სოფელთა  

19:55, 26 მაისი 2024-ის ვერსია

ობჩა − დასავლეთ საქართველოში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფლების პირველი ობჩისა და მეორე ობჩის ძველი სახელწოდება.

სახელწოდება

ობჩა ისტორიული სოფელია. ქართულ ეკონომიკურ და საისტორიო ძეგლებში იგი XVI საუკუნის პირველი ათეული წლებიდან მოიხსენიება. ერთ-ერთ საბუთში აღნიშნულია, რომ აქ მოსახლე ბურჯანაძეების რვა კომლი ყმა-გლეხი მეფეთ-მეფე ბაგრატს ბიჭვინტის ღვთისმშობლის ეკლესიისათვის შეუწირავს. იმავე პერიოდის ერთი ეკონომიკური საბუთის მიხედვით ოფჩელებს ეკლესიის „გამოსაღები“ მართებიათ.ცნობილ „ბიჭვინტის იადგარში“ (ეკლესიისათვის შეწირულ სოფელთა ნუსხა), რომელიც 1525-50 წლებშია შექმნილი, ობჩა ოფჩად არის კვლავ მოხსენიებული: „გკადრეთ ჩუენ მეფემან დიდმან ბაგრატ თქუენ საყდარსა ბიჭუნტისა ღმრთისამშობლისასა და შემოგწირეთ… რაჭას სოფელი ბარი… ლეჩხუმს – საჩხეური, წუგნა, კუებლევი… ოფჩას ბურჯანაძენი რვა კუამლი კაცი“. ამ მონაკვეთის მიხედვით „ცხადი ხდება, რომ XV-XVI საუკუნეებში ობჩა (ოფჩა ვრცელი რეგიონის, მთელი კუთხის სახელწოდება ყოფილა, რაკი იგი ძეგლში რაჭისა და ლეჩხუმის ტოლ ერთეულად არის წარმოდგენილი.

ცნობილია ვარაუდი, რომლის მიხედვითაც ობჩა სპარსული წარმოშობის ტოპონიმი ყოფილა. იგი თურმე სიტყვა აბ („წყალი“) და სპარსული კნინობითობის აღმნიშვნელი -ჩა ნაწილაკი შეერთებით გვქონია მიღებული. მოგვიანებით მდინარის სახელი აბ-ჩა სოფელზე გადასულა; იქვე ჩამომდინარ წყალს კი ადგილობრივი სახელი ლუხუტა შერქმევიაო.

ჩვენი ვარაუდით ტოპონიმი ობჩა (|| ოფჩა) ზანური ენობრივი წარმონაქმნი ჩანს. შესაძლებელია იგი მომდინარეობს ჭანურ-მეგრული ო-ფშ-ა||ჲო-ფშ-ა||ე-ფშ-ა ზედსართაული შინაარსის სიტყვისაგან, რაც ქართულ „სავსეს, „ბევრს" ნიშნავს. სოფელს ეს სახელწოდება გამორჩეული სიუხვე-ნაყოფიერების გამო უნდა დარქმეოდა. სამუშაო ვარაუდად შეიძლებოდა დაგვეშვა მისი თურქული წარმომავლობაც: ხოფ-ჩაი: „ხოფის ეკლესიის მდინარე“. საქმე ისაა, რომ ობჩაში შემორჩენილია ხოფის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი (შუა საუკუნეები), რომელსაც შეიძლებოდა აქ გაშენებული სოფლისათვის სახელწოდება მიეცა. მაშასადამე ოფჩა||ობჩა უნდა გავიაზროთ როგორც ხოფ-ჩაი (–ჰოფ-ჩ ა → ოფ-ჩა) თავკიდურა ხ||ჰ თანხმოვნის მოსალოდნელი დაკარგვით. იგი, ალბათ, ნიშნავს: „ხოფის (მონასტრის) მდინარე.

წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები