ყინწვისი (სოფელი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ყინწვისი||ყინცვისი ''' – ისტორიული სოფელი საქართველოში, [[ში...)
 
ხაზი 3: ხაზი 3:
 
აქ, სოფლის სიახლოვეს, მწვანით დაბურული გორაკის ვაკე თხემზე აგებულია თამარის დროის ერთ-ერთი ბრწყინვალებ არქიტექტურული ძეგლი – ყინცვისის წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესია, რომელშიც დაცულია ყინცვისის ანგელოზის ფრესკული გამოსახულება – ქართული იკონოგრაფიის სწორუპოვარი ნიმუში. [[ვახუშტი ბატონიშვილი]] საკმაოდ დაწერილებით აღგვიწერს, ამ კუთხეს: „ხვედურეთის დასავლით არს მონასტერი ყინცვისს, წმიდის ნიკოლოზისა, გუნბათიანი, დიდშვენიერად ნაშენი, მაღალსა ადგილსა ზედა. ამის სამჴრით, მთასა შინა, არს სარკეს  მონასტერი უგუნბათო, ფრიად კეთილნაშენი და აწ უქმი. ყინცვისის დასავლით არს ძამის ჴეობა, გამოსდის თორის მთასა, მოდის საგლონის ჭალამდე…“
 
 +
==== სახელწოდება ====
 
ხალხური ტრადიციული გადმოცემა სახელწოდება ყინცვისის წარმოშობას ყინულ- და ცურავს სიტყვებთან აკავშირებს: „აქ ყოფილა დიდი უღრანი ტყე და თოვლის მოსვლა სცოდნია ძაან დიდი. რო გაჰყინამდა, აღარ აიღებდა. კარქა გვიანობამდე იდო. ჩრდილი ალაგი იყო, გაჰყინამდა და კაციშვილი ფეხს ვეღარ მაჰკიდებდა, ყინულივითა ცურამდა. ფეხი ყინულზე ცურამსო, ყინცურაადგილიაო, იტყოდენ“ (გიორგი მწარიაშვილი, 1968 წ. ყინწვისი).
 
მიმდინარე ცვლილება 19:09, 26 მაისი 2024 მდგომარეობით

ყინწვისი||ყინცვისი – ისტორიული სოფელი საქართველოში, შიდა ქართლში, ქარელის მუნიციპალიტეტში, ზღუდრის თემი. მდებარეობს მდინარე ძამის მარჯვენა მხარეს, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ მთისწინეთში. ზღვის დონიდან 730 მეტრი, ქარელიდან 8 კილომეტრი.

აქ, სოფლის სიახლოვეს, მწვანით დაბურული გორაკის ვაკე თხემზე აგებულია თამარის დროის ერთ-ერთი ბრწყინვალებ არქიტექტურული ძეგლი – ყინცვისის წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესია, რომელშიც დაცულია ყინცვისის ანგელოზის ფრესკული გამოსახულება – ქართული იკონოგრაფიის სწორუპოვარი ნიმუში. ვახუშტი ბატონიშვილი საკმაოდ დაწერილებით აღგვიწერს, ამ კუთხეს: „ხვედურეთის დასავლით არს მონასტერი ყინცვისს, წმიდის ნიკოლოზისა, გუნბათიანი, დიდშვენიერად ნაშენი, მაღალსა ადგილსა ზედა. ამის სამჴრით, მთასა შინა, არს სარკეს მონასტერი უგუნბათო, ფრიად კეთილნაშენი და აწ უქმი. ყინცვისის დასავლით არს ძამის ჴეობა, გამოსდის თორის მთასა, მოდის საგლონის ჭალამდე…“

[რედაქტირება] სახელწოდება

ხალხური ტრადიციული გადმოცემა სახელწოდება ყინცვისის წარმოშობას ყინულ- და ცურავს სიტყვებთან აკავშირებს: „აქ ყოფილა დიდი უღრანი ტყე და თოვლის მოსვლა სცოდნია ძაან დიდი. რო გაჰყინამდა, აღარ აიღებდა. კარქა გვიანობამდე იდო. ჩრდილი ალაგი იყო, გაჰყინამდა და კაციშვილი ფეხს ვეღარ მაჰკიდებდა, ყინულივითა ცურამდა. ფეხი ყინულზე ცურამსო, ყინცურაადგილიაო, იტყოდენ“ (გიორგი მწარიაშვილი, 1968 წ. ყინწვისი).

ამგვარი ხალხური ეტიმოლოგია უშუალოდ უკავშირდება მდინარე ყინცურას, რომელიც ეკლესიის გვერდით ჩამოედინება და რომელიც თავის მხრივ ყინცვისისაგან არის წარმოქმნილი (ყინცვის–ურა → ყინც(ვ)-ურა). ასე რომ ყინცვისის ამოსავალი მნიშვნელობის გარკვევისათვის ამ ხალხურ ვერსიას არავითარი დახმარების გაწევა არ შეუძლია.

სახელწოდება ყინცვის-ი, შესაძლებელია შესიტყვება ყინ-ცივისაგან მომდინარეობდეს: ყინ-ცივ-ის-ი (ფუძისეული ი ხმოვნის რედუქციით). სამუშაო ვარაუდად უნდა მივიჩნიოთ ხალხში მოარული მეორე ცნობა, რომლის მიხედვითაც ყინწვისი (ყინცვისი) თურმე ყინწ- კინწ სიტყვასთან ყოფილა დაკავშირებული: კინწი- „კისერი“, „ქედი“, (გადატ. მაღალი ადგილი).

რაც შეეხება სოფლის ოფიციალურ სახელწოდება ყინწვისს, იგი, ვფიქრობთ, ყინცვის ფორმით უნდა შეიცვალოს, რადგან ქართული ისტორიოგრაფიული წყაროები, XI საუკუნიდან მოკიდებული, ამ ტოპონიმს ყინცვისად იცნობენ. ასეა იგი ნახსენები მელქისედეკ კათალიკოსის მიერ მცხეთის სვეტიცხოვლისათვის მიცემულ შეწირულობის წიგნში (1029-1033 წწ.): „ყინცუისი შესავლითა მისითა“. ყინცვისი და ყინ-, ცველი დასტურდება გვიანდელი ხანის (XVIII ს.) ხალხის აღწერის დავთრებშიც: „აქავ ყმა ბოგანო ყინცველი კანდელაკიშვილი ბერუჯუა, ამისი ბიძაშვილი ადამა და ადამის შვილი სესია, კომლი ა, თავი გ“ მაშასადამე, სწორია ყინცვისი და არა ყინწვისი.

[რედაქტირება] წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები