კავკასიური ირემი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: კავკასიური ირემი '''კავკასიური ირემი''' – (Cervus ...)
 
(წყარო)
 
ხაზი 11: ხაზი 11:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[ქართული ენციკლოპედია]]
+
ქართული ენციკლოპედია
  
 
[[კატეგორია:წყვილჩლიქოსნები]]
 
[[კატეგორია:წყვილჩლიქოსნები]]
 
[[კატეგორია:ძუძუმწოვრები]]
 
[[კატეგორია:ძუძუმწოვრები]]
 
[[კატეგორია:ირმისებრნი]]
 
[[კატეგორია:ირმისებრნი]]

მიმდინარე ცვლილება 01:42, 27 მაისი 2024 მდგომარეობით

კავკასიური ირემი

კავკასიური ირემი – (Cervus elaphus), ძუძუმწოვარი წყვილჩლიქოსან ცხოველთა რიგიდან, ირმისებრთა ოჯახიდან. სახეობა იყოფა 15 ქვესახეობად: კავკასიური, ევროპული, ბუხარული, მარალი, ვაპიტი და სხვ. სხეულის სიგრ­ძე – 2,3 მ, ნიდაოში – 1,6 მ, მასა – 350 კგ. ზედა მხა­რე ყავისფერი აქვს, წითური ან მოყვითალო ელფერით, ქვედა – უფრო მკრთალი; ყელსა და თავს დაჰკრავს მორუხო ელფერი, კუდის ქვეშ აქვს დიდი თეთრი ლაქა. ზამთრობით მთელ სხეულს მორუხო ელფერი დაჰკრავს. ნუკრებს თეთრი ხალები აქვთ, რომლებიც ზრდასრულ ასაკში უქრებათ. კავკასიურ ქვესახეობას (C. maral) ხალები ზოგჯერ რუდიმენტის სახით შეიძლება შერჩეს. ირემი 20 წლამდე ცოცხლობს. რქები მხო­ლოდ ხარირემს აქვს (ქვესახეობიდან გამომდინარე სხვა­და­სხვა რაოდენობის ტოტებით – 2–10). გამრავლების პერიოდის (ხურაობა, მყვირალობა) შემდეგ, გაზაფხულზე რქები სცვივა და შემდგომ ისევ ამოსდის. ახალგაზრდა მამრებს მცირე რაოდენობის ტოტები აქვთ, 5–12 წლის ასაკში მათი რაოდენობა და რქების სისქე მაქსიმუმს აღ­წევს, შემდეგ ტოტების რაოდენობა იკლებს და რქები სუსტდება. მყვირალობა აგვისტოდან თებერვლამდე შეიძლება გაგრძელდეს, თუმცა უმეტეს შემთხვევაში სექტემბერ-ნოემბერზე მოდის. მრავლდება წელიწადში ერთხელ.

კავკასიური ირემი გავრცელებულია ევროპაში, ჩრდილო და ­ცენტრალურ აზიაში, ჩრდილო ამერიკაში; აფრიკაში მხო­ლოდ ტუნისში შემორჩა. ინტროდუცირებულია ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, ჩილესა და არგენტინაში. კავკასიაში ბრაკონიერობისა და ადგილსამყოფლის დეგრადაცი­ის გამო უმეტესად გამქრალია. შემორჩენილია მხო­ლოდ და­ცულ ტერიტორიებზე და მთიან დაღესტანში. სა­ქარ­თვე­ლო­ში გვხვდე­ბა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვ­ნულ პარკში, ლაგოდეხის ნაკრ­ძალში, ძალიან მცირე რაოდენობით – გარდაბნის აღკვეთილში. ერთეულების სახით ზოგჯერ გვხვდე­ბა თრიალეთის ქედზე, ასევე თუშეთის ეროვნულ პარკში, სადაც დაღესტნიდან გადმოდის.

გვხვდება ფოთლოვან, ნათელ და ჭალის ტყეებში, სუბალპებსა და ალპებში, სადაც ზაფხულობით ადის. იკვებება მცენარეული საკვებით, ეტანება სამარილეებსა და მინერალებით მდიდარ მიწას, როელსაც ჭამს კიდეც.

კავკასიური ირემი შესულია „სა­ქარ­თვე­ლოს წითელ ნუსხაში", როგორც გადაშენების უკიდურესი საფრთ­ხის წინაშე მყოფი ტაქსონი (CR). (ა. ბუხნიკა­შვი­ლი)


[რედაქტირება] წყარო

ქართული ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები