უთურგა
(ახალი გვერდი: '''უთურგა''' – ხევსური უთურგა, რომელსაც მეორე სახელად სიგირგალ...) |
|||
| ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
[[კატეგორია:მითოლოგია]] | [[კატეგორია:მითოლოგია]] | ||
| − | [[ | + | [[კატეგორია:ქართული მითები]] |
| − | [[ | + | [[კატეგორია:ხევსურული მითები]] |
| − | [[ | + | [[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]] |
15:02, 27 აპრილი 2020-ის ვერსია
უთურგა – ხევსური უთურგა, რომელსაც მეორე სახელად სიგირგალსაც ეძახდნენ, სხვებთან ერთად გიორგი წმინდისაკენ მიდიოდა გუროდან. გზიდან უკან გაბრუნდა, მათრახი დამრჩაო. სახლში უცადეს, უცადეს და, რომ აღარ მოვიდა, დაჰყვნენ წყალს, ეძებეს წყალში, არსად ჩანს. ოთხ დღეს ეძებეს. ბოლოს, ერთ ხიდთან სისხლის წვეთები შეამჩნიეს, სხვა ვერაფერი ნახეს.
უცებ ხედავენ, ზემოდან, ფრიალოდან მოდის უთურგა. დახვდნენ ძირს მამამისი და სხვები. მამას ზურგი შეაქცია, დევი ხარო. ერთხანს არეული ყოფილა უთურგა, მერე მოსულა გონს და მოუყოლია: ხიდზე ერთი კაცი შემხვდა, ნაბდიანი, უზარმაზარი, შატილელი კაცი მეგონაო, ნაცნობს მივამსგავსეო. ახლოს რომ მივედით ერთმანეთთან ხიდზე, მივხვდი, რომ არც შატილელია და არც კაცი. შემოვკარი ხმალი და მერე არაფერი მახსოვსო. ოთხი დღე კარატის ჯვარში ყოფილა შეფარებული...
ამის მერე გახუცესებულა უთურგა კარატის ჯვარში, გუროში. ერთხელ უთურგას დაუტაცნია ხელი დროშისათვის, განძს მივაგენიო და გასულა ხალხის თვალწინ ფრიალოზე. ერთ ადგილას დაუპირებია დროშა, დაუწყია თხრა და უცებ ხბო გამოჩენილა, უზარმაზარი თვალი ჰქონია შუბლზე. უთურგას გული წასვლია და ხევში გადავარდინილა.