დვალიშვილი დემურ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „დვალიშვილი დემურ“ გადაიტანა გვერდზე „დემურ დვალიშვილი“) |
22:47, 29 მაისი 2020-ის ვერსია
დემურ დვალიშვილი – (დ. 15 თებერვალი, 1938 ქ. ქუთაისი – გ. 9 სექტემბერი, 1994). — ეკონომისტი, პოლიტიკოსი. თსუ პროფესორი. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი.
განათლება – ლენინგრადის საფინანსო-ეკონომიკური ინსტიტუტი (1960).
სამუშაო გამოცდილება – მუშაობდა პარტიულ და აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალ თანამდებობებზე (1960-81);
- საქართველოს სსრ ფინანსთა მინისტრი (1981-90);
- საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს არაერთგზის დეპუტატი.
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-91): საქართველოს კომუნისტური პარტიისაგან, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის საბიუჯეტო-საბანკო ქვეკომისიის თავმჯდომარე;
- საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი (1992-1993).
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).