კვერნაძე ელდერ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „კვერნაძე ელდერ“ გადაიტანა გვერდზე „ელდერ კვერნაძე“) |
01:35, 30 მაისი 2020-ის ვერსია
ელდარ კვერნაძე – დაიბადა 1944 წლის 16 ივლისს ზესტაფონში.
განათლება – საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკა-ორგანიზაციის ფაკულტეტი (1972); ასპირანტურა (1977).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას (1985-97);
- საქმიანობდა კერძო ბიზნესში (1997-2003).
- მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (2004-2008) პარტიული სიით - „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“; დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.
- მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (2008-2012), ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მოადგილე.