არურუ
(ახალი გვერდი: '''არურუ''' – ''(აქად.)'' ქალღმერთი, რომელიც ადამიანის შექმნაში იღე...) |
|||
| ხაზი 6: | ხაზი 6: | ||
ადამიანის, არამედ საერთოდ, ყოველი სულდგმულის შემქმნელად ითვლება. უფრო ზუსტად, არურუს მიერ არის მოზელილი მათი | ადამიანის, არამედ საერთოდ, ყოველი სულდგმულის შემქმნელად ითვლება. უფრო ზუსტად, არურუს მიერ არის მოზელილი მათი | ||
„მასალა“ და გაფორმებული მათი ფიზიკური სხეული. ერთი | „მასალა“ და გაფორმებული მათი ფიზიკური სხეული. ერთი | ||
| − | ბაბილონური მითოსის მიხედვით არურუ მარდუქთან ერთად | + | ბაბილონური მითოსის მიხედვით არურუ [[მარდუქი|მარდუქთან]] ერთად |
ქმნის კაცთა მოდგმას. იგი იწოდება აგრეთვე „ღმერთების დედად“ | ქმნის კაცთა მოდგმას. იგი იწოდება აგრეთვე „ღმერთების დედად“ | ||
(ან ღვთაებრივ დედად). მისი შექმნილია პირველი კაცი და | (ან ღვთაებრივ დედად). მისი შექმნილია პირველი კაცი და | ||
შემდგომშიც ხელს უწყობს კაცთა მოდგმის გამრავლებას. | შემდგომშიც ხელს უწყობს კაცთა მოდგმის გამრავლებას. | ||
| − | გილგამეშის ეპოსში იგი იმავე ხერხით ქმნის [[ენქიდუ]]ს, როგორც | + | [[გილგამეში|გილგამეშის]] ეპოსში იგი იმავე ხერხით ქმნის [[ენქიდუ]]ს, როგორც |
შექმნა პირველი კაცი: „არურუმ ხელნი განიბანა, თიხა მოზილა, | შექმნა პირველი კაცი: „არურუმ ხელნი განიბანა, თიხა მოზილა, | ||
ველზე დააგდო, ველზე იშვა გმირი ენქიდუ“. არურუ [[ანუ]]ს მიერ | ველზე დააგდო, ველზე იშვა გმირი ენქიდუ“. არურუ [[ანუ]]ს მიერ | ||
| ხაზი 24: | ხაზი 24: | ||
[[კატეგორია:მითოლოგია]] | [[კატეგორია:მითოლოგია]] | ||
| + | [[კატეგორია:აქადური მითები]] | ||
13:53, 25 ნოემბერი 2016-ის ვერსია
არურუ – (აქად.) ქალღმერთი, რომელიც ადამიანის შექმნაში იღებს მონაწილეობას.
ერთ ტექსტში ცოცხალი არსებები ამგვარად არიან დახასიათებულნი: „არსნი, რომელიც არურუმ მოზილა“... ამ ნაწყვეტიდან ჩანს, რომ არურუ არა მხოლოდ ადამიანის, არამედ საერთოდ, ყოველი სულდგმულის შემქმნელად ითვლება. უფრო ზუსტად, არურუს მიერ არის მოზელილი მათი „მასალა“ და გაფორმებული მათი ფიზიკური სხეული. ერთი ბაბილონური მითოსის მიხედვით არურუ მარდუქთან ერთად ქმნის კაცთა მოდგმას. იგი იწოდება აგრეთვე „ღმერთების დედად“ (ან ღვთაებრივ დედად). მისი შექმნილია პირველი კაცი და შემდგომშიც ხელს უწყობს კაცთა მოდგმის გამრავლებას.
გილგამეშის ეპოსში იგი იმავე ხერხით ქმნის ენქიდუს, როგორც შექმნა პირველი კაცი: „არურუმ ხელნი განიბანა, თიხა მოზილა, ველზე დააგდო, ველზე იშვა გმირი ენქიდუ“. არურუ ანუს მიერ წინასწარ შთაგონებული ხატის მიხედვით („მოდელზე“) ძერწავს პირველ ადამიანს. მისი საქმიანობის ხასიათი გამოხატულია ეპითეტში „მეთუნეობის დედოფალი“. საფიქრებელია, რომ იგი ითვლებოდა ამ ხელობის მფარველ ღვთაებადაც.