ატალანტე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ატალანტე''' – ''(ბერძნ.)'' არკადიელი გმირის, [[იასოსი]]ს მშვენიერი
+
'''ატალანტე''' – ''(ბერძნ.)'' არკადიელი გმირის, იასოსის მშვენიერი
ასული. სახელოვანი მონადირე ქალი. არგონავტების ლაშქრობისა და [[კალიდონის ნადირობა|კალიდონის ნადირობის]] მონაწილე.
+
ასული. სახელოვანი მონადირე ქალი. [[არგონავტები|არგონავტების]] ლაშქრობისა და [[კალიდონის ნადირობა|კალიდონის ნადირობის]] მონაწილე.
  
 
ატალანტეს სახეში გაერთიანდა ორი გმირი ქალის თვისებები:
 
ატალანტეს სახეში გაერთიანდა ორი გმირი ქალის თვისებები:
ხაზი 12: ხაზი 12:
 
იპოვა და აღზარდა.
 
იპოვა და აღზარდა.
  
როდესაც კალიდონის მეფე ოინევსმა დიდი ნადირობა მოაწყო,
+
როდესაც კალიდონის მეფე [[ოინევსი|ოინევსმა]] დიდი ნადირობა მოაწყო,
 
რათა [[არტემისი]]ს მიერ მოვლენილი საზარელი ტახი მოეკლა
 
რათა [[არტემისი]]ს მიერ მოვლენილი საზარელი ტახი მოეკლა
 
(კალიდონის ნადირობა), საბერძნეთის ყველა სახელოვანი გმირი
 
(კალიდონის ნადირობა), საბერძნეთის ყველა სახელოვანი გმირი
ხაზი 20: ხაზი 20:
  
 
კალიდონის ნადირობაზე მისმა გამოჩენამ მამაკაცებს შორის
 
კალიდონის ნადირობაზე მისმა გამოჩენამ მამაკაცებს შორის
დიდი მღელვარება გამოიწვია: მათ სანადიროდ ქალის წაყვანა არ სურდათ, რადგანაც ძველთაძველი სამონადირეო წესის მიხედვით
+
დიდი მღელვარება გამოიწვია: მათ სანადიროდ ქალის წაყვანა არ სურდათ, რადგანაც ძველთაძველი სამონადირეო წესის მიხედვით ასეთი რამ სასტიკად იკრძალებოდა და გმირებს არ სურდათ მისი
ასეთი რამ სასტიკად იკრძალებოდა და გმირებს არ სურდათ მისი
+
დარღვევა. მაგრამ ატალანტე მეფისწულს, [[მელეაგროსი|მელეაგროსს]], შეჰყვარებოდა. მისი მოთხოვნით, ატალანტემაც მიიღო მონაწილეობა
დარღვევა. მაგრამ ატალანტე მეფისწულს, მელეაგროსს, შეჰყვარებოდა. მისი მოთხოვნით, ატალანტემაც მიიღო მონაწილეობა
+
 
კალიდონის ნადირობაში. მან პირველმა დაჭრა ველური მხეცი.
 
კალიდონის ნადირობაში. მან პირველმა დაჭრა ველური მხეცი.
 
მონადირეთა წესის თანახმად, საპატიო ალაფიც მიიღო – ტახის
 
მონადირეთა წესის თანახმად, საპატიო ალაფიც მიიღო – ტახის
ხაზი 28: ხაზი 27:
 
ატალანტეს არ სურდა გათხოვება. ხელის სათხოვნელად
 
ატალანტეს არ სურდა გათხოვება. ხელის სათხოვნელად
 
მისულ საქმროებს მშვენიერი ქალწული სთავაზობდა შეჯიბრს
 
მისულ საქმროებს მშვენიერი ქალწული სთავაზობდა შეჯიბრს
სრბოლაში. იგი, ჯერ წინ გაუშვებდა ჭაბუკს, შემდეგ კი, თხემით-ტერფამდე შეიარაღებული ეწეოდა და შუბს სტყორცნიდა.
+
სრბოლაში. იგი, ჯერ წინ გაუშვებდა ჭაბუკს, შემდეგ კი, თხემით-ტერფამდე შეიარაღებული ეწეოდა და [[შუბი|შუბს]] სტყორცნიდა.
  
 
როდესაც ყველა მისი ხელის მთხოვნელი გარდაიცვალა, მელანიონმა
 
როდესაც ყველა მისი ხელის მთხოვნელი გარდაიცვალა, მელანიონმა
ხაზი 50: ხაზი 49:
  
 
[[კატეგორია:მითოლოგია]]
 
[[კატეგორია:მითოლოგია]]
 +
[[კატეგორია:ბერძნული მითები]]

14:07, 25 ნოემბერი 2016-ის ვერსია

ატალანტე(ბერძნ.) არკადიელი გმირის, იასოსის მშვენიერი ასული. სახელოვანი მონადირე ქალი. არგონავტების ლაშქრობისა და კალიდონის ნადირობის მონაწილე.

ატალანტეს სახეში გაერთიანდა ორი გმირი ქალის თვისებები: არკადიელის, რომელიც ითვლებოდა ჩინებულ მოისრედ და ბეოტიელის, რომელიც ცნობილი იყო ფეხთა სიმარდით.

ატალანტეს მამა იასოსი (სხვა ვერსიით, სქოინევსი), კრეტელი მონადირე, ვაჟს ელოდებოდა. ქალი რომ დაიბადა, მთებში წაიყვანა და კალიდონის მახლობლად, პართენიონის ბორცვზე დატოვა. იქ ჩვილს დედა დათვმა აწოვა ძუძუ, მერე კი მონადირემ იპოვა და აღზარდა.

როდესაც კალიდონის მეფე ოინევსმა დიდი ნადირობა მოაწყო, რათა არტემისის მიერ მოვლენილი საზარელი ტახი მოეკლა (კალიდონის ნადირობა), საბერძნეთის ყველა სახელოვანი გმირი იხმო, მათ შორის მშვენიერი არკადიელი ქალწული ატალანტეც. მას უკვე მოესწრო უბადლო მორბენალისა და მოისრის სახელის დამსახურება.

კალიდონის ნადირობაზე მისმა გამოჩენამ მამაკაცებს შორის დიდი მღელვარება გამოიწვია: მათ სანადიროდ ქალის წაყვანა არ სურდათ, რადგანაც ძველთაძველი სამონადირეო წესის მიხედვით ასეთი რამ სასტიკად იკრძალებოდა და გმირებს არ სურდათ მისი დარღვევა. მაგრამ ატალანტე მეფისწულს, მელეაგროსს, შეჰყვარებოდა. მისი მოთხოვნით, ატალანტემაც მიიღო მონაწილეობა კალიდონის ნადირობაში. მან პირველმა დაჭრა ველური მხეცი. მონადირეთა წესის თანახმად, საპატიო ალაფიც მიიღო – ტახის თავი და ბეწვი. მელეაგროსი შეეწირა ამ ნადირობას (მელეაგროსი). ატალანტეს არ სურდა გათხოვება. ხელის სათხოვნელად მისულ საქმროებს მშვენიერი ქალწული სთავაზობდა შეჯიბრს სრბოლაში. იგი, ჯერ წინ გაუშვებდა ჭაბუკს, შემდეგ კი, თხემით-ტერფამდე შეიარაღებული ეწეოდა და შუბს სტყორცნიდა.

როდესაც ყველა მისი ხელის მთხოვნელი გარდაიცვალა, მელანიონმა (სხვა ვერსიით, ჰიპომენესმა) აფროდიტეს შემწეობით შეძლო გამარჯვება და აი, როგორ: სრბოლის დროს მან სამი ოქროს ვაშლი გაუგორა ატალანტეს. ქალწული კრეფდა ამ ვაშლებს. ამიტომაც ჩამორჩა და წააგო ბრძოლა. ატალანტეს მელანიონისგან გაუჩნდა ვაჟი, სახელად პართენოპეოსი (სხვა ვარიანტით, პართენოპეოსის მამა იყო მელეაგროსი).

მითოსის ბეოტიური ვერსიით, ატალანტემ და მისმა მეუღლემ სამადლიერო მსხვერპლი არ შესწირეს აფროდიტეს. განრისხებულმა ღვთაებამ ისინი ლომებად გარდასახა.

გამომსახველობით ხელოვნებაში ატალანტე წარმოდგენილია კალიდონის ნადირობისას (რუბენსი, იორდანსი, პუსენი) და სრბოლისას (რენანი, იორდანსი).


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები