კორძაძე გაიოზ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „კორძაძე გაიოზ“ გადაიტანა გვერდზე „გაიოზ კორძაძე“) |
01:06, 5 ივნისი 2020-ის ვერსია
გაიოზ კორძაძე – დაიბადა 1938 წლის 19 მარტს ჩოხატაურში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი (1966). სამხედრო სამსახური (1957-59).
სამუშაო გამოცდილება – ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას.
- 1-ლი მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991): მაჟორიტარი, დიდუბის საარჩევნო ოლქი, ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი, საგარეო ურთიერთობათა კომისიის, ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრი;
- მე-3 მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95) კომპენსაციის სიით, ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი, კულტურის კომისიის წევრი.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).