რინი ბარდუაგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''რინი ბარდუაგ-ი''' (ოს. Рыны бардуаг – „ეპიდემიის მბრძანებელი“) – ე...)
 
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''რინი ბარდუაგ-ი''' (ოს. Рыны бардуаг – „ეპიდემიის მბრძანებელი“) – ეპიდემიისა და ეპიზოტიის ღვთაება ოსურ მითოლოგიაში. ოსების
+
'''რინი ბარდუაგ-ი''' (ოს. Рыны бардуаг – „ეპიდემიის მბრძანებელი“) – ეპიდემიისა და ეპიზოტიის ღვთაება ოსურ მითოლოგიაში. ოსების წარმოდგენით, იგი არის საშინელი ურჩხული, რომელსაც რაიმე კონკრეტული სახე არა აქვს.  
წარმოდგენით, იგი არის საშინელი ურჩხული, რომელსაც რაიმე კონკრეტული სახე არა აქვს. ოსებს წარსულში მისი სახელობის დღე არ ჰქონიათ (გამონაკლისს წარმოადგენდა ალაგირის ხეობის სოფ. ცამათი, რომლის მოსახლეობა ყოველწლიურად აწყობდა რინი ბარდუაგის სახელობის დღეობას და სწირავდა ცხვარს) და მხოლოდ ეპიდემიის პერიოდში ლოცულობდნენ. რამდენადაც ეპიდემიის ან ეპიზოტიის წინააღმდეგ [[ბრძოლა]] არამარტო
+
 
ერთი სოფლის, არამედ მთელი ხეობის საზრუნავი იყო, რინი ბარდუაგის კულტმსახურებაც საერთოსახევო ღონისძიებას წარმოადგენდა. როგორც კი შეიტყობდნენ რომელიმე აულში ეპიდემიის გავრცელებისა თუ პირუტყვის დახოცვის თაობაზე, ერთ-ერთი მეზობელი სოფლის მცხოვრებლები [[ნიხასი|ნიხასზე]] შეიკრიბებოდნენ და ახალგაზრდებიდან მომღერალთა გუნდს შეარჩევდნენ. გუნდი სიმღერით შემოივლიდა ახლომდებარე სოფლებს; რომელიმე აულთან მიახლოებულები წრეს შეკრავდნენ და რინი ბარდუაგისამი მიძღვნილ სიმღერას დაიწყებდნენ („ოოოოოი, ოოი რინი ბარდუაგ! შენგანაა ავადმყოფობა, განკურნებაც შენგანაა. დაიფარე ეს სოფელი შენი რისხვისგან, მოხუცებიც და ახალგაზრდებიც შენი სტუმრები არიან...“). შემდეგ, აულისკენ დაძრულნი, უმღეროდნენ ყველა ღვთაებას, რომელთა სახელებს მრავლობით რიცხვში რამდენჯერმე იმეორებდნენ (მაგ., [[ვასთირჯი|ვასთირჯათა]], ვასთირჯათა, ვასთირჯათა! [[ელია (მითოლოგია)|ელიათა]], ელიათა, ელიათა და ა. შ.) და შესთხოვდნენ დაეცვათ სოფელი ეპიდემიისაგან. მოახლოებულ გუნდს ადგილობრივებიც უერთდებოდნენ. მომღერალთა ჯგუფი ყოველ სოფელში რჩებოდა და მთელი ღამე სიმღერას არ წყვეტდა. მოსახლეობა მათ ისე უყურებდა, როგორც ღვთის სტუმრებს და მომღერლებს საქონელს (ხარს, ძროხას, ცხვარს, თხას და სხვ.) ჩუქნიდა. შინ მობრუნებულები მოგროვილი ნახირიდან საუკეთესოებს შეარჩევდნენ და რინი ბარდუაგს შესწირავდნენ, დანარჩენ საქონელს ინაწილებდნენ.
+
ოსებს წარსულში მისი სახელობის დღე არ ჰქონიათ (გამონაკლისს წარმოადგენდა ალაგირის ხეობის სოფ. ცამათი, რომლის მოსახლეობა ყოველწლიურად აწყობდა რინი ბარდუაგის სახელობის დღეობას და სწირავდა ცხვარს) და მხოლოდ ეპიდემიის პერიოდში [[ლოცვა|ლოცულობდნენ]]. რამდენადაც ეპიდემიის ან ეპიზოტიის წინააღმდეგ [[ბრძოლა]] არამარტო ერთი სოფლის, არამედ მთელი ხეობის საზრუნავი იყო, რინი ბარდუაგის კულტმსახურებაც საერთოსახევო ღონისძიებას წარმოადგენდა. როგორც კი შეიტყობდნენ რომელიმე აულში ეპიდემიის გავრცელებისა თუ პირუტყვის დახოცვის თაობაზე, ერთ-ერთი მეზობელი სოფლის მცხოვრებლები [[ნიხასი|ნიხასზე]] შეიკრიბებოდნენ და ახალგაზრდებიდან მომღერალთა გუნდს შეარჩევდნენ. გუნდი სიმღერით შემოივლიდა ახლომდებარე სოფლებს; რომელიმე აულთან მიახლოებულები წრეს შეკრავდნენ და რინი ბარდუაგისამი მიძღვნილ სიმღერას დაიწყებდნენ („ოოოოოი, ოოი რინი ბარდუაგ! შენგანაა ავადმყოფობა, განკურნებაც შენგანაა. დაიფარე ეს სოფელი შენი რისხვისგან, მოხუცებიც და ახალგაზრდებიც შენი სტუმრები არიან...“). შემდეგ, აულისკენ დაძრულნი, უმღეროდნენ ყველა ღვთაებას, რომელთა სახელებს მრავლობით რიცხვში რამდენჯერმე იმეორებდნენ (მაგ., [[ვასთირჯი|ვასთირჯათა]], ვასთირჯათა, ვასთირჯათა! [[ელია|ელიათა]], ელიათა, ელიათა და ა. შ.) და შესთხოვდნენ დაეცვათ სოფელი ეპიდემიისაგან. მოახლოებულ გუნდს ადგილობრივებიც უერთდებოდნენ. მომღერალთა ჯგუფი ყოველ სოფელში რჩებოდა და მთელი ღამე სიმღერას არ წყვეტდა. მოსახლეობა მათ ისე უყურებდა, როგორც ღვთის სტუმრებს და მომღერლებს საქონელს (ხარს, ძროხას, ცხვარს, თხას და სხვ.) ჩუქნიდა. შინ მობრუნებულები მოგროვილი ნახირიდან საუკეთესოებს შეარჩევდნენ და რინი ბარდუაგს შესწირავდნენ, დანარჩენ საქონელს ინაწილებდნენ.
  
  

მიმდინარე ცვლილება 19:57, 15 ივნისი 2020 მდგომარეობით

რინი ბარდუაგ-ი (ოს. Рыны бардуаг – „ეპიდემიის მბრძანებელი“) – ეპიდემიისა და ეპიზოტიის ღვთაება ოსურ მითოლოგიაში. ოსების წარმოდგენით, იგი არის საშინელი ურჩხული, რომელსაც რაიმე კონკრეტული სახე არა აქვს.

ოსებს წარსულში მისი სახელობის დღე არ ჰქონიათ (გამონაკლისს წარმოადგენდა ალაგირის ხეობის სოფ. ცამათი, რომლის მოსახლეობა ყოველწლიურად აწყობდა რინი ბარდუაგის სახელობის დღეობას და სწირავდა ცხვარს) და მხოლოდ ეპიდემიის პერიოდში ლოცულობდნენ. რამდენადაც ეპიდემიის ან ეპიზოტიის წინააღმდეგ ბრძოლა არამარტო ერთი სოფლის, არამედ მთელი ხეობის საზრუნავი იყო, რინი ბარდუაგის კულტმსახურებაც საერთოსახევო ღონისძიებას წარმოადგენდა. როგორც კი შეიტყობდნენ რომელიმე აულში ეპიდემიის გავრცელებისა თუ პირუტყვის დახოცვის თაობაზე, ერთ-ერთი მეზობელი სოფლის მცხოვრებლები ნიხასზე შეიკრიბებოდნენ და ახალგაზრდებიდან მომღერალთა გუნდს შეარჩევდნენ. გუნდი სიმღერით შემოივლიდა ახლომდებარე სოფლებს; რომელიმე აულთან მიახლოებულები წრეს შეკრავდნენ და რინი ბარდუაგისამი მიძღვნილ სიმღერას დაიწყებდნენ („ოოოოოი, ოოი რინი ბარდუაგ! შენგანაა ავადმყოფობა, განკურნებაც შენგანაა. დაიფარე ეს სოფელი შენი რისხვისგან, მოხუცებიც და ახალგაზრდებიც შენი სტუმრები არიან...“). შემდეგ, აულისკენ დაძრულნი, უმღეროდნენ ყველა ღვთაებას, რომელთა სახელებს მრავლობით რიცხვში რამდენჯერმე იმეორებდნენ (მაგ., ვასთირჯათა, ვასთირჯათა, ვასთირჯათა! ელიათა, ელიათა, ელიათა და ა. შ.) და შესთხოვდნენ დაეცვათ სოფელი ეპიდემიისაგან. მოახლოებულ გუნდს ადგილობრივებიც უერთდებოდნენ. მომღერალთა ჯგუფი ყოველ სოფელში რჩებოდა და მთელი ღამე სიმღერას არ წყვეტდა. მოსახლეობა მათ ისე უყურებდა, როგორც ღვთის სტუმრებს და მომღერლებს საქონელს (ხარს, ძროხას, ცხვარს, თხას და სხვ.) ჩუქნიდა. შინ მობრუნებულები მოგროვილი ნახირიდან საუკეთესოებს შეარჩევდნენ და რინი ბარდუაგს შესწირავდნენ, დანარჩენ საქონელს ინაწილებდნენ.


[რედაქტირება] ლიტერატურა

  • Тменов В. Х., Уарзиаты В. С. К вопросу о происхождении и датировке осетинских святилищ Рыныбардуаг и Аларды // Вопросы осетинской археологии и этнографии. I. Орджоникидзе, 1980;
  • Уарзиати В. Праздничный мир осетин. Владикавказ, 1995.


[რედაქტირება] წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები