არაშენდის ფერისცვალების ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''არაშენდის ფერისცვალების ეკლესია''' - არქიტექტურული ძეგლი გ...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „არაშენდის ფერისცვალების ეკლესია“ გადაიტანა გვერდზე „[[ღვთისმშო...)

17:07, 16 ივნისი 2020-ის ვერსია

არაშენდის ფერისცვალების ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი გორის მუნიციპალიტეტში, დგას სოფელ არაშენდის განაპირას. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (7,1 X 5 მ) ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. სარკმლები მთლიან თლილ ქვაშია გამოკვეთილი, დაზიანებულია შენობის კედლები, ლავგარდანი ნაწილობრივ ჩამონგრეულია, კრამიტი ჩამოცვენილია. თაღოვანი შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლრთ ნაწილშია. უსწორო ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ვიწრო თაღოვანი სარკმელია, სარკმლის ორივე მხარეს – სწორკუთხოვანი ნიშები. ჩრდილოეთ ნიშის ქვემოთ ქვით ნაგები ტუმბაა. სარკმლები დასავლეთ კედლის და სამხრეთ კედლის აღმმოსავლეთ ნაწილშიცაა. აგურის ცილინდრული კამარის საბჯენი თაღი გრძივი კედლების კრონშტეინებს ეყრდნობა. ეკლესია შიგნით შელესილია. აღმოსავლეთ ფასადის კეხში ჩადგმულია ქვა ჯვრის რელიეფით. ეკლესიას შემოვლებული აქვს აგურის ორი რიგისაგან შედგენილი ლავგარდანი.


წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები