არბოს წმინდა გიორგის ეკლესია (დარბაზული)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 25: ხაზი 25:
 
[[კატეგორია:საქართველოს ეკლესია-მონასტრები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ეკლესია-მონასტრები]]
 
[[კატეგორია:გორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული ძეგლები]]
 
[[კატეგორია:გორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული ძეგლები]]
 +
[[კატეგორია:წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიები]]

16:01, 30 ივნისი 2020-ის ვერსია

არბოს წმინდა გიორგის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი დგას შუა სოფელში, ნ. ლომოურის სახლ-მუზეუმის ჩრდილო-აღმმოსავლეთით. სავარაუდოდ თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (9,3X5.9 მ), ნაგებია რიყის ქვით. კუთხეები, სარკმლები და ლავგარდანი თლილი ქვისაა. თლილი ქვითაა მოპირკეთებული აღმოსავლეთი ფასადიც. შენობა დაზიანებულია: დანგრეულია სამხრეთი და დასავლეთი მინაშენები და წრიული კოშკი. ეკლესიას შესასვლელი ორი აქვს: ერთი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილშია, მეორე – დასავლეთ კედელში. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ვიწრო სარკმელია. თითო ვიწრო სარკმელი აფსიდის ორივე მხარეს არსებულ მაღალ თაღოვან ნიშებშიცაა. ორი სარკმელი სამხრეთ კედელშია, ერთი – დასავლეთისაში კამარის საბჯენი თაღი ეყრდნობა გრძივი კედლების წყვილ ორსაფეხურიან პილასტრებს. გრძივ კედლებზე დეკორატიული თაღებია.

აღმოსავლეთი ფასადის სარკმელთან, ქვაში გამოკვეთილია ხარის თავი.

ბიბლიოგრაფია

1.არბო //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა.ტ.5.-თბ.,1990.
2.არბო //საქართველო:ენციკლოპედია.-თბ.,1997.-გვ.189.

სოფ. არბოს წმინდა გიორგის სახელობის დარბაზული ეკლესიის (X ს.) მოკლე აღწერა. სოფ. არბოს წმინდა გიორგის სახელობის დარბაზული ეკლესიის (X ს.) მოკლე აღწერა.

3.გარსევანიშვილი ალ. არბოს ანუ გერისთავის წმ. გიორგის ეკლესიის აღშენებისათვის //ცისკარი.-1866.-N15.-გვ.341.

არბოს ანუ გერისთავის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის აშენების ისტორია.

4.{ლომოური ნიკო} არბოელი. ხმა პროვინციიდან (სოფ. არბოს ეკლესია,ბელოთის ციხე)//მწყემსი.-1892.-N18.-გვ.3-7.

მოკლე ცნობები არბოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიისა და ბე[ო]ლოთის ციხის შესახებ.

5.მაკალათია ს. ლიახვის ხეობა.-თბ.,1971.-გვ.63.

მოხსენიებულია სოფელ არბოს ღვთისმშობლის სახელობის პატარა და XIX საუკუნეში აშენებული დიდი ეკლესიები.მოცემულია ხუროთმოძღვრული დახასიათება.

6.მეგრელიძე ი. წარწერები და სხვა სიძველეები ლიახვის ხეობაში //მაცნე.-1963.-N5.-გვ.205-208.

სოფ. არბოს მატერიალური კულტურის ძეგლები. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის აგების შესახებ საისტორიო მასალისა და ხალხური გადმოცემების მიხედვით.

7.არბოს წმ. გიორგის ეკლესია //ბოჭორიძე გ. ქართლის ეკლესია-მონასტრები და სიძველეები.-თბ.,2011.-გვ.1-9.

წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები