ბაგრატის ციხე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 23: ხაზი 23:
 
[[კატეგორია:აფხაზეთის არქიტექტურული ძეგლები]]
 
[[კატეგორია:აფხაზეთის არქიტექტურული ძეგლები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]]
[[კატეგორია:საქართველოს ციხე-სიმაგრეები]]
+
[[კატეგორია:საქართველოს ციხე-კოშკები ]]

18:13, 12 ივლისი 2020-ის ვერსია

ბაგრატის ციხე - მდებარეობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, ქალაქ სოხუმის მახლობლად, მდ. ბესლეთის მარცხენა ნაპირი.

ბაგრატის ციხე
კომპლექსში შემავალი ნაგებობა

ციხე.

ისტორიულ-არქიტექტურული აღწერა

ბაგრატის ციხე განახლებულია X-XI საუკუნეების მიჯნაზე, საქართველოს მეფის ბაგრატ III-ის (978-1014) მიერ. X-XIV სს-ში იგი წარმოადგენდა ცხუმის ერისთავთა რეზიდენციას. XVI საუკუნიდან, როდესაც ქალაქმა დასავლეთისაკენ, მდ. ბესლეთის მარჯვენა ნაპირზე გადაინაცვლა, მან მნიშვნელობა დაკარგა და დაცარიელდა.

ციხე გეგმაში ოვალური ფორმისაა. მისი კედლები კარგადაა შემონახული. ოთხკუთხა კოშკით დაცული კარიბჭე წარმოადგენდა შუა საუკუნეების ქალაქ ცხუმის (სოხუმის) ციტადელს

ამჟამინდელი მდგომარეობა ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ციხის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია.

ციხის კედლები მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაშია და იგი სასწრაფო კონსერვაციას საჭიროებს.

ბაგრატის ციხეს მინიჭებული აქვს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი


წყარო

  • კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში Cultural heritage in Abkhazia / აფხაზეთის მთავრობა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ; სარედაქციო კოლეგია: ირაკლი გელენავა (მთავარი რედაქტორი), გიორგი პატაშური, ქეთევან დავითაია ; თარგმნა: მარიკა ლომაძე, ქეთევან დავითაია.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები