აღაიანის ველი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''აღაიანის ველი''' - მდებარეობს [[კასპის მუნიციპალიტეტი|კასპის...)
 
(წყარო)
ხაზი 8: ხაზი 8:
 
[[საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა]]
 
[[საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა]]
  
[[კატეგორია:გეგორაფიული ადგილები საქართველოში]]
+
[[კატეგორია:გეოგრაფიული ადგილები საქართველოში‏‎]]

18:00, 14 ივლისი 2020-ის ვერსია

აღაიანის ველი - მდებარეობს კასპის მუნიციპალიტეტში, მდინარე ქსნის მარჯვენა ნაპირზე, დღევანდელი სოფელი აღაიანის ტერიტორიაზე. ებჯინება თხოთის მთის ჩრდილოეთ კალთას. აღაიანს სამხრეთიდან ეკვრის 800 კვმ ვაკე, ე. წ. რიყიანები, რომელიც გამოყოფს სოფელ აღაიანს პატარა დასახლებული უბნისაგან. მას ახალი უბანი ან კომუნა ჰქვია.

მოხსენიებულია ვახუშტი ბაგრატიონის ნაშრომში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“. აღაიანის მინდორი ხელსაყრელი ბუნებრივი პირობების გამო შიდა ქართლის ერთ-ერთი დაწინაურებული სასოფლო-სამეურნეო რეგიონია. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით აღაიანის მინდორი გამოყენებული ყოფილა ზამთრის საძოვრებად.

1625 წ. გაზაფხულზე შაჰ-აბას I-ის ბრძანებით კახელების გასანადგურებლად მოსული სპარსთა ლაშქარი ყარჩიხა-ხანის სარდლობით აღაიანის ველზე დაბანაკდა განზრახვის განსახორციელებლად ყარჩიხა-ხანმა კახელთა დიდი ჯარი დაიბარა იმერეთში სალაშქროდ. შემოტყუებულ კახელებს შეპირდნენ მოძმე იმერლების წინააღმდეგ საბრძოლველად არ წაგიყვანთ, იარაღი ჩაგვაბარეთ, საჩუქრები მიიღეთ და შინ დაბრუნდითო. კახელები „საჩუქრების“ მისაღებად მოშორებით მდგარ კარავში უნდა შესულიყვნენ. აქ მათ სიკვდილი ელოდათ კახელებმა შეიტყვეს ყიზილბაშების განზრახვა, მოახტნენ ცხენებს და კახეთისაკენ ხმლით გაიკაფეს გზა. აღაიანის ველზე რამდენიმე ასეული კახელი გაწყდა.

წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები