დოესის მინდორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''დოესის მინდორი''' - ისტორიული ადგილი საქართველოში, შიდა [[ქ...)
 
(წყარო)
ხაზი 6: ხაზი 6:
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
[[საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა]]
 
[[საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა]]
[[კატეგორია:გეოგრაფიული დაგილები საქართველოში]]
+
[[კატეგორია:გეოგრაფიული ადგილები საქართველოში]]

23:07, 20 ივლისი 2020-ის ვერსია

დოესის მინდორი - ისტორიული ადგილი საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესთან მცხეთა-ძეგვ-ხიდისთავ-გორის საავტომობილო გზაზე. კასპიდან 25 კმ.-ზე.

XVII საუკუნის 30-იან წლებში როსტომსა და თეიმურაზ I-ს შორის ქართლის სამეფო ტახტისათვის მწვავე შინაპოლიტიკური ბრძოლების დროს, თეიმურაზის მომხრე ფეოდალებმა არაერთხელ მოუწყეს შეთქმულება გამაჰმადიანებულ ტახტის მფლობელს. მათი გამოხდომები მარცხით მთავრდებოდა. 1638 წელს თეიმურაზ I-სი მომხრეებმა - ნოდარ ციციშვილმა, იოთამ ამილახვარმა, ზაალ არაგვის ერისთავმა და ქართლის კათალიკოსმა ევდემოზ დიასამიძემ მორიგი შეთქმულება მოაწყვეს. თეიმურაზ I-ს სთხოვეს ქართლში გადმოსვლა და ტახტის დაჭერა. შეიკრიბა ლაშქარიც, რომელიც ნოდარ ციციშვილის სარდლობით დოესის მინდორზე დაბანაკდა. თავის მხრივ, როსტომიც დოესისაკენ გამოემართა. ციციშვილმა გადამწყვეტ ბრძოლას თავი აარიდა. როსტომს მხოლოდ იმერელი თავადები - ძმები ჩხეიძეები შეებრძოლნენ, რომლებიც დამარცხდნენ და ტყვედ ჩაუვარდნენ როსტომს.


წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები