ბარბარეთის ეკლესია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
[[კატეგორია:საქართველოს ეკლესია-მონასტრები]] | [[კატეგორია:საქართველოს ეკლესია-მონასტრები]] | ||
[[კატეგორია:მცხეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული ძეგლები]] | [[კატეგორია:მცხეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული ძეგლები]] | ||
| − | [[კატეგორია:წმინდა ბარბარეს | + | [[კატეგორია:წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიები]] |
13:11, 14 აგვისტო 2020-ის ვერსია
ბარბარეთის ეკლესია, წმინდა ბარბალეს ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, მცხეთის ჩრდილო-დასავლეთით, სასაფლაოზე. თარიღდება X-XI საუკუნეებით.
ეკლესია დარბაზულია (8,15X4,45 მ), ნაგებია ქვიშაქვის კარგად გათლილი თანაბარი კვადრებით. ეკლესია დახვეწილი პროპორციებისაა. დარბაზის კამარის საბჯენი თაღი პილასტრებს ეყრდნობა. საკურთხეველში ერთი სარკმელია, მის ორივე მხარეს ნახევარწრიული მაღალი ნიშებია, რომლებიც იატაკიდან იწყება. დასავლეთის კედელი მოჩარჩოებულია დეკორატიული თაღით. ასეთივე თაღებია სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლების აღმოსავლეთ ნაწილში. დასავლეთ ფასადზე ორსტრიქონიანი ასომთავრული წარწერიდან იკითხება მხოლოდ სახელი „სტეფანე“.