თორტიზის წმინდა გიორგის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''თორტიზის წმინდა გიორგის ეკლესია''' - ეკლესია მდებარეობს [[...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''თორტიზის წმინდა  გიორგის ეკლესია'''  - [[ეკლესია]] მდებარეობს [[საქართველო]]ში, შიდა [[ქართლი]]ს მხარეში, [[გორი]]ს მუნიციპალიტეტში, სოფელ თორტიზის ჩრდილოეთით ერთი კილომეტრის მანძილზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
+
'''თორტიზის წმინდა  გიორგის ეკლესია'''  - [[ეკლესია]] მდებარეობს [[საქართველო]]ში, [[შიდა ქართლი]]ს მხარეში, [[გორი]]ს მუნიციპალიტეტში, სოფელ თორტიზის ჩრდილოეთით ერთი კილომეტრის მანძილზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
  
 
====აღწერილობა====
 
====აღწერილობა====

15:23, 31 აგვისტო 2020-ის ვერსია

თორტიზის წმინდა გიორგის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ თორტიზის ჩრდილოეთით ერთი კილომეტრის მანძილზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (9,5X5,3მ), ნაგებია რიყის ქვითა და ქვიშაქვით. შენობის კუთხეებში, კარისა და სარკმლების წირთხლებზე გამოყენებულია კვადრატული აგურიც. სამხრეთის კედელში არქიტრავით გადახურული კარი და თაღოვანი სარკმელია. თითო ასეთივე სარკმელი აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლებშიცაა. ნახევარწრიული აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშია. კამაროვანი გადახურვა - დარბაზის შუა საბჯენ, დასავლეთ კედლის მიმდებარე და აფსიდის ორსაფეხურიან იმპოსტებზე დაყრდნობილ თაღებს ემყარება. დასავლეთ ფასადზე აგურის წყობით გამოსახულია ჯვარი. შენობას აგურისავე თაროსებრი ლავგარდანი აქვს. სახურავი კვადრატული აგურისაა: დასავლეთით ეკლესიას აგურის ოთხსვეტიანი სამრეკლო ადგას.

წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები