ოლოზის წმინდა გიორგის ეკლესია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ოლოზის წმინდა გიორგის ეკლესია''' - ეკლესია მდებარეობს [[საქ...) |
|||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | '''ოლოზის წმინდა გიორგის ეკლესია''' - [[ეკლესია]] მდებარეობს [[საქართველო]]ში, | + | '''ოლოზის წმინდა გიორგის ეკლესია''' - [[ეკლესია]] მდებარეობს [[საქართველო]]ში, [[შიდა ქართლი]]ს მხარეში, [[გორი]]ს მუნიციპალიტეტში, მისგან სამხრეთ–დასავლეთით 14 კმ-ში მდებარე სოფელ ოლოზის დასაწყისში, მთის ფერდობზე. |
====აღწერილობა==== | ====აღწერილობა==== |
15:34, 31 აგვისტო 2020-ის ვერსია
ოლოზის წმინდა გიორგის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, მისგან სამხრეთ–დასავლეთით 14 კმ-ში მდებარე სოფელ ოლოზის დასაწყისში, მთის ფერდობზე.
აღწერილობა
წმ. გიორგის ეკლესია (დაუთარიღებელია) დარბაზულია (6,2X4,2), ნაგებია ქვიშაქვით, გამოყენებულია შირიმისა და მოზრდილი ქვებიც. ძლირე დაზიანებულია. ჩანგრეულია კამარა, კონქი და კედლების ზედა ნაწილები. შიგნიდან არქიტრავიანი, გარედან თაღოვანი შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ნახევარწრიული აფსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია მცირე მხრებით. აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს ღრმა, თაღოვანი ნიშებია. დარბაზის გრძივ კედლებზე წყვილი ერთსაფეხურიანი პილასტრია. სახურავი კრამიტისა იყო.