ქვემო ნიქოზის კვირაცხოვლის ეკლესია
(ახალი გვერდი: '''ქვემო ნიქოზის კვირაცხოვლის ეკლესია''' - ეკლესია ამდებარეო...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''ქვემო ნიქოზის კვირაცხოვლის ეკლესია''' - [[ეკლესია]] ამდებარეობს [[საქართველო]]ში, | + | '''ქვემო ნიქოზის კვირაცხოვლის ეკლესია''' - [[ეკლესია]] ამდებარეობს [[საქართველო]]ში, [[შიდა ქართლი|შიდა ქართლში]], [[გორი]]ს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ზემო უბანში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. |
====აღწერილობა==== | ====აღწერილობა==== | ||
15:47, 31 აგვისტო 2020-ის ვერსია
ქვემო ნიქოზის კვირაცხოვლის ეკლესია - ეკლესია ამდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ზემო უბანში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
აღწერილობა
ეკლესია დარბაზულია (8 X 5,5 მ), ნაგებია რიყის და ტუფის ქვით. შენობა ძლიერ დაზიანებულია: ჩანგრეულია კამაროვანი გადახურვა, დანგრეულია სამხრეთ და დასავლეთ კედლების ზედა ნაწილი, დარღვეულია იატაკის დონე. ზოგან შემორჩენილია შირიმის ქვის თაროსებრი ლავგარდანი. არქიტრავით გადახურული შესასვლელი სამხრეთითაა, თაღოვანი სარკმლები - აღმოსავლეთით, დასავლეთითა და სამხრეთით. ნახევარწრიული აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშია. გრძივი კედლები დანაწევრებულია ქვით ნაწყობი პილასტრებით. აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის თავზე, დიდ ტუფის ქვაზე სამმაგი რელიეფური წრეები, მათ ზემოთ კი ჯვარია გამოსახული.