შინდისის ნათლისმცემლის ეკლესია
(ახალი გვერდი: '''შინდისის ნათლისმცემლის ეკლესია''' - ეკლესია მდებარეობს [[ს...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''შინდისის ნათლისმცემლის ეკლესია''' - [[ეკლესია]] მდებარეობს [[საქართველო]]ში, | + | '''შინდისის ნათლისმცემლის ეკლესია''' - [[ეკლესია]] მდებარეობს [[საქართველო]]ში, [[შიდა ქართლი]]ს მხარეში, [[გორი|გორის]] მუნიციპალიტეტში, სოფელ შინდისის ჩრდილოეთით, ერთი კილომეტრის მოშორებით, თარიღდებაX-XI საუკუნეებით. |
====აღწერილობა==== | ====აღწერილობა==== | ||
15:52, 31 აგვისტო 2020-ის ვერსია
შინდისის ნათლისმცემლის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ შინდისის ჩრდილოეთით, ერთი კილომეტრის მოშორებით, თარიღდებაX-XI საუკუნეებით.
აღწერილობა
ეკლესია დარბაზულია (10,5 X 6 მ), ნაგებია რიყის ქვით, სვეტებზე, თაღებზე, სამხრეთის კარის წირთხლზე და აღმოსავლეთის ფასადის სარკმელზე გამოყენებულია თლილი მოწითალო ქვა. ეკლესიას შესასვლელი სამი მხრიდან აქვს: სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელი და სამი ნიშია. ნიშებს ქვის თაღები აქვს. სამხრეთ კედელში ორი სარკმელია, დასავლეთისაში - ერთი. ჩრდილოეთ კედელში, იატაკიდან 1,5 მეტრის სიმაღლეზე, პატარა სარკმელი და კარია, რომელიც ჩრდილოეთ მინაშენში გადის. დარბაზის გრძივ კედლებზე ორსაფეხურიანი პილასტრებია, რომლებსაც ეყრდნობა ცილინდრული კამარის საბჯენი თაღები. გრძივ კედლებზე გადადის ორ-ორი დეკორატიული თაღი. აღმოსავლეთის ფასადის სარკმლის თავზე, ქვაზე, რელიეფური ჯვარია გამოსახული. ეკლესიის სახურავი ორფერდაა. ჩრდილოეთით მიშენებული ნაგებობების სიგანე ერთი მეტრია. მის აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ კედლებში თითო სარკმელია. გადახურვა ცილინდრულია.