ინგოროყვა პავლე
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 27: | ხაზი 27: | ||
[[კატეგორია:ქართველი პუბლიცისტები]] | [[კატეგორია:ქართველი პუბლიცისტები]] | ||
[[კატეგორია:საქართველოს საზოგადო მოღვაწეები]] | [[კატეგორია:საქართველოს საზოგადო მოღვაწეები]] | ||
| − | [[კატეგორია: საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]] | + | [[კატეგორია:საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]] |
| − | [[კატეგორია: საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]] | + | [[კატეგორია:საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]] |
| + | [[კატეგორია:1919-1921 წლების საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]] | ||
| + | [[კატეგორია:ინგოროყვები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 00:20, 8 სექტემბერი 2020 მდგომარეობით
ინგოროყვა პავლე იესეს ძე (დ. - 1.XI.1893, ფოთი - გ. - 20.XI.1983, თბილისი) - ქართველი ფილოლოგი, ისტორიკოსი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე. საქართველოს ეროვნული საბჭოს და პარლამენტის წევრი, მწერალთა კავშირის წევრი.
სარჩევი |
[რედაქტირება] ბიოგრაფია
განათლება მიიღო ფოთის გიმნაზიასა და პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე (1912-1916).
პავლე ინგოროყვა აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. მისი ხელმოწერა ამშვენებს დამოუკიდებლობის აქტს. იყო ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი. მოამზადა პარიზის საზავო კონფერენციისთვის წარსადგენი მოხსენებები საქართველოს მოსახლეობის და საზღვრების შესახებ. მასვე ეკუთვნის სდრის ადმინისტრაციული რეფორმის პროექტი (1920), რომელიც მომზადდა მთავრობის დავალებით, თუმცა განხორციელება ვერ მოესწრო.
საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ პ. ინგოროყვა დაუბრუნდა სამეცნიერო საქმიანობას. იყო სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილების გამგე (1929), „ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის“ პირველი რედაქციის სარედაქციო კოლეგიის ხელმძღვანელი (1936-1938). 1938, 1940 და 1951 წლებში გამოსცა მონოგრაფიები ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, ნ. ბარათაშვილის შესახებ. თუმცა მას ყოველთვის ავიწროებდნენ, არ მისცეს დისერტაციის დაცვის საშუალება, 1955 წელს უარი უთხრეს მეცნიერებათა აკადემიაში არჩევაზე. მისი მთავარი ნაშრომი „გიორგი მერჩულე“ (1954), საბჭოთა ცენზურამ, ანტიაფხაზური ბრალდებით, სტამბიდან ამოიღო და ტირაჟის დიდი ნაწილი გაანადგურა. პ. ინგოროყვამ დააარსა ჟურნალი „კავკასიონი” (1924), გამომცემლობა „ქართული წიგნი“ (1925-1933). ხელისუფლებამ ორივე დახურა ანტისაბჭოთა ბრალდებით. პ. ინგოროყვამ განსაკუთრებული წვლილი დასდო და მრავალი ნაშრომი უძღვნა რუსთველოლოგიურ კვლევებს: „რუსთველიანა“ (1926), „რუსთაველი და მისი პოემა“ (1937), „რუსთაველის ეპოქის სალიტერატურო მემკვიდრეობა” (1940-1941), „რუსთველიანას ეპილოგი“ (1963) და სხვ.
- ბონდო კუპატაძე
[რედაქტირება] თხზულებები
პ. ინგოროყვა, თხზულებების სრული კრებული 7 ტომად, თბ., 1963-1978.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- რ. ჩხეიძე, ბედი პავლე ინგოროყვასი, თბ., 2003.
[რედაქტირება] წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი