ნათაძე გრიგოლ
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:NaTadze grigol.jpg|thumb|'''გრიგოლ ნათაძე''']] | [[ფაილი:NaTadze grigol.jpg|thumb|'''გრიგოლ ნათაძე''']] | ||
− | '''ნათაძე გრიგოლ იასონის ძე''' - (1878, გორის მაზრის სოფელი კასპი - 24.V.1951, [[თბილისი]]) - [[ქართველები|ქართველი]] ისტორიკოსი, მსოფლიოს ისტორიის დარგების ფუძემდებელი და მედიევისტიკის პირველი წარმომადგენელი [[საქართველო|საქართველოში]], პროფესორი (1926), საქართველოს სსრ მენიერების დამსახურებული მოღვაწე (1941). | + | '''ნათაძე გრიგოლ იასონის ძე''' - (1878, გორის მაზრის სოფელი [[კასპი]] - 24.V.1951, [[თბილისი]]) - [[ქართველები|ქართველი]] ისტორიკოსი, მსოფლიოს ისტორიის დარგების ფუძემდებელი და მედიევისტიკის პირველი წარმომადგენელი [[საქართველო|საქართველოში]], პროფესორი (1926), საქართველოს სსრ მენიერების დამსახურებული მოღვაწე (1941). |
====ბიოგრაფია==== | ====ბიოგრაფია==== | ||
ხაზი 29: | ხაზი 29: | ||
[[კატეგორია:სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის წევრები]] | [[კატეგორია:სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის წევრები]] | ||
[[კატეგორია:თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები]] | [[კატეგორია:თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები]] | ||
+ | [[კატეგორია:1919-1921 წლების საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]] | ||
[[კატეგორია:ნათაძეები]] | [[კატეგორია:ნათაძეები]] |
მიმდინარე ცვლილება 00:32, 8 სექტემბერი 2020 მდგომარეობით
ნათაძე გრიგოლ იასონის ძე - (1878, გორის მაზრის სოფელი კასპი - 24.V.1951, თბილისი) - ქართველი ისტორიკოსი, მსოფლიოს ისტორიის დარგების ფუძემდებელი და მედიევისტიკის პირველი წარმომადგენელი საქართველოში, პროფესორი (1926), საქართველოს სსრ მენიერების დამსახურებული მოღვაწე (1941).
სარჩევი |
[რედაქტირება] ბიოგრაფია
მამამისი - იასონი იყო ხალხოსანი. გრიგოლ ნათაძე სწავლობდა თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში, 1892 წლიდან ვაჟთა მეორე გიმნაზიაში. 1898 წელს შევიდა კიევის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, საიდანაც სტუდენტურ დემონსტრაციებში მონაწილეობისათვის, 1901-1902 წლებში, ორჯერ გარიცხეს უნივერსიტეტიდან. მცირე ხნით სწავლა განაგრძო ჟენევის უნივერსიტეტში. საბოლოოდ, 1907 წელს ექსტერნად დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი. აქტიურად მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში, იყო რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის წევრი. 1905 წელს დააპატიმრეს და იმავე წელს გაათავისუფლეს ამნისტიის წყალობით. ასწავლიდა ჯერ თბილისის, შემდეგ ქუთაისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიებში და სახალხო უნივერსიტეტებში. იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი და საეთნოგრაფიო-საისტორიო საზოგადოებების წევრი, თანამშრომლობდა ქართულ პრესაში.
1917 წლის თებერვალ-მარტის დემოკრატიული რევოლუციის შემდეგ გ. ნათაძე აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში, ჯერ როგორც რუსული ესერთა პარტიის, 1918 წლიდან კი საქართველოს ესერთა პარტიის თვალსაჩინო წევრი. 1918 წლის მაისში აირჩიეს დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული საბჭოს გაფართოებულ შემადგენლობაში. იყო საქართველოს დამფუძნებელი კრებისა და ესერთა პარტიის ფრაქციის წევრი. იმავდროულად, განაგრძობდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. მუშაობდა სახალხო განათლების სამინისტროში, ხელმძღვანელობდა სასკოლო დაწესებულებათა სამმართველოს. 1919 მიიწვიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც გარდაცვალებამდე კითხულობდა ლექციებს და იყო შუა საუკუნეების ისტორიის კათედრის გამგე.
1921 წლიდან ჩამოსცილდა პოლიტიკურ საქმიანობას და ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას. მისი ორმოცამდე ნაშრომი ეხებოდა როგორც ძველი, ისე ახალი, განსაკუთრებით კი შუა საუკუნეების ისტორიას. მან საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ფეოდალიზმის გენეზისის მეცნიერულ შესწავლას, რასაც მარქსისტული პოზიციიდან აანალიზებდა. მანვე შემოიღო უნივერსიტეტში ისტორიის სწავლების მეთოდიკის სალექციო კურსი; შექმნა შუა საუკუნეების პირველი ქართული სახელმძღვანელო და პირველმა დაამკვიდრა ტერმინი - „შუა საუკუნეები“.
- დიმიტრი შველიძე
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ა. ნამორაძე, პროფესორი გრიგოლ იასონის ძე ნათაძე (ცხოვრება და მოღვაწეობა), „თსუ შრომები“, 1959, ტ. 77, ისტ. მეცნ. სერია;
- ვ. ჟორდანია, გრიგოლ იასონის ძე ნათაძე, ქსე, ტ. VII, 1984;
- მ. კალანდაძე, დასავლეთ ევროპის შუა საუკუნეების და ახალი ისტორიის შესწავლა საქართველოში საუკუნის ნახევარში, თბ., 1999.
[რედაქტირება] წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი
[რედაქტირება] იხილე აგრეთვე
- ქართველი ისტორიკოსები
- ქართველი პოლიტიკოსები
- ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები
- საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები
- საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები
- სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის წევრები
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები
- 1919-1921 წლების საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები
- ნათაძეები