ჩიქავა ალექსანდრე
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 26: | ხაზი 26: | ||
[[კატეგორია:ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები]] | [[კატეგორია:ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები]] | ||
[[კატეგორია:1924 წლის აგვისტოს აჯანყების მონაწილეები]] | [[კატეგორია:1924 წლის აგვისტოს აჯანყების მონაწილეები]] | ||
− | [[კატეგორია:საბჭოთა | + | [[კატეგორია:საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლნი საქართველოში]] |
+ | [[კატეგორია:1919-1921 წლების საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]] |
მიმდინარე ცვლილება 01:07, 8 სექტემბერი 2020 მდგომარეობით
ჩიქავა ალექსანდრე ხიტუს ძე - (დ. - 1882, სოფ. შამგონა, ზუგდიდის მაზრა - დ. - 1.IX.1924) - სოციალ-დემოკრატი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.
სარჩევი |
[რედაქტირება] ბიოგრაფია
დაიბადა აზნაურის ოჯახში. დაამთავრა ქუთაისის სამეურნეო სასწავლებელი. წლების განმავლობაში იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი, მუშაობდა მასწავლებლად. 1905 წელს შეუერთდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის მენშევიკურ ფრაქციას. პოლიტიკური საქმიანობის გამო სამჯერ დააპატიმრეს. თებერვლის რევოლუციამდე ცხოვრობდა მშობლიურ სოფელში. იყო პარტიის სამაზრო კომიტეტის წევრი.
დამოუკიდებლობის პერიოდში ეწეოდა აქტიურ პარტიულ საქმიანობას, დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა გლეხთა შორის. 1919 წლის თებერვალში საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად. იყო თვითმმართველობის კომისიის წევრი. რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში. მონაწილეობდა ანტისაბჭოთა საქმიანობაში. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიურ ფაკულტეტზე. 1924 წლის აპრილში დააპატიმრეს. მისივე განცხადებით 1921 წლიდან ჩამოშორებული იყო პოლიტიკურ საქმიანობას და არცერთ პარტიას არ მიეკუთვნებოდა. 1924 წლის აჯანყების შემდეგ დაპატიმრებულს დახვრეტის განაჩენი გამოუტანეს. დახვრიტეს თბილისში.
- ირაკლი ირემაძე
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ი. ხვადაგიანი, დამფუძნებელი კრება, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, 2016;
- სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 108;
- ფ. 1834, აღწ. 2, საქ. 52
[რედაქტირება] იხილე აგრეთვე
[რედაქტირება] წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი