აბულეთისძე ძაგან (XII საუკუნე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „აბულეთისძე ძაგან (XII საუკუნე)“ გადაიტანა გვერდზე „[[ძაგან აბულეთი...)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ძაგან აბულეთისძე (XII საუკუნე)“ გადაიტანა გვერდზე „[[აბულეთისძე ძა...)

17:04, 8 სექტემბერი 2020-ის ვერსია

აბულეთისძე ძაგან (XI-XII სს. მიჯნა), ქართველი ფეოდალი, ზედაზნის ციხისა და მუხრანის პატრონი. სავარაუდოდ, ეს სამფლობელოები გიორგი II-ისგან ჰქონდა ნაბოძები. მისი ძმა მოდისტოსი წილკნის ეპისკოპოსი იყო. ძაგანმა ნელ-ნელა მცხეთის, წილკნისა და შიომღვიმის კუთვნილი მამულები მიიტაცა. დავით IV აღმაშენებლის გამეფების შემდეგ თავი კახეთ-ჰერეთის მეფე კვირიკე IV-ის ვასალად აღიარა და ამ გზით თავი დაიცვა დავით IV-ის ცენტრალისტური პოლიტიკისგან. 1103 წ. დავით IV-მ ზედაზნის ციხე აიღო, ძაგანი დაამარცხა და მთელ მის სამფლობელოს დაეუფლა. ზედაზნის ციხე და მუხრანი სამეფო საკუთრებად (დომენად) გამოაცხადა, საეკლ. მიწები კი თავის კანონიერ მფლობელებს დაუბრუნა. ძაგანმა თავი შიომღვიმეს შეაფარა. მონასტრის ბერებმა მეფისა და სამშობლოს მოღალატე დავით IV-ს გადასცეს. ძაგანის შემდგომი ბედი უცნობია. სავარაუდოა, რომ იგი დასაჯეს. ქართულ ისტორიოგრაფიაში არის მოსაზრება, რომ ძაგანი და მოდისტოსი აბულეთისძეები არ იყვნენ, მაგრამ მეცნიერთა ერთი ნაწილი ამ მოსაზრებას არ იზიარებს. ამ უკანასკნელთა თვალსაზრისით, ძაგანისა და მოდისტოსის საგვარეულო კუთვნილების ზუსტი დადგენა შეუძლებელია. ძაგანის შესახებ ერთადერთ წყაროს დავით აღმაშენებლის 1123-1124 წლების ანდერძი წარმოადგენს.

ა. გოგოლაძე

ლიტერატურა

  • დავით აღმაშენებლის 1123-24 წწ. ანდერძი შიომღვიმის მონასტრისადმი, წგ.: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, ტ. 1, თბ., 1984.
  • გოგოლაძე ა., დავით აღმაშენებლის ანდერძი შიომღვიმისადმი, თბ., 2001.

წყარო

საქართველოს მათლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები