ადგილის დედა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 7: ხაზი 7:
 
პირველმოგებულ ბოჩოლას (ხბოს) და ციკანს კლავენ ადგილის დედაში.
 
პირველმოგებულ ბოჩოლას (ხბოს) და ციკანს კლავენ ადგილის დედაში.
  
 
+
==იხილე აგრეთვე==
 +
[[ადგილის დედა ღვთისმშობელი]]
  
 
== წყარო ==
 
== წყარო ==

13:01, 11 სექტემბერი 2020-ის ვერსია

ადგილის დედა - ამა თუ იმ ადგილის მფარველი ანგელოზი, რომლის რწმენა მთელ საქართველოშია გავრცელებული.

ადგილის დედა, ძირითადად, ქალის სახით არის წარმოდგენილი, მაგრამ ზოგან მას მამაკაცური სახე აქვს. იგი პატრონობს ადგილს, ადევნებს თვალ-ყურს მოსავლიანობას, ძროხის წველადობას, რძის შედღვებას და სხვა საქმიანობას. გულის მოსაგებად სოფელს მასთან მიაქვს შესაწირავი – პატარ-პატარა გულიანი ქადები, უნთებენ სანთლებს და ღალიან-ბარაქიანობას შესთხოვენ. ხშირად ადგილის დედა გველის სახეს იღებს, როცა სურს ადამიანს ეჩვენოს. გველი, რომელიც მას განასახიერებს, სახლის საძირკველში იდებს ბინას და რძეს გამოუდგამენ ხოლმე. არათუ მის მოკვლას, დაფრთხობასაც ვერავინ გაბედავს. სახლის გველის სიკვდილი ოჯახის ამოწყვეტას იწვევს. როცა სახლში ვინმეს სიკვდილია მოსალოდნელი, გველი იძვრის საძირკველში და ხმას გამოსცემს. „ზედ აზის შავი ყორანი, ლიბოში გველი ძვრებისა“, ნათქვამია ერთ ხევსურულ ლექსში. მეორე ლექსი კი ოჯახის უფროსის სივვდილს ამგვარად გვამცნობს: „იწივლა გველმა ლიბოჩიაო (ლიბოში)“.

ატაბეში (ხევსურეთი) ერთ ქალს გველი გასჩენია, აკვანში კი გოგო ეწვა. ჩაუწვებოდა ეს გველი გოგოს აკვანში, წამოაყენებდა დედა ორთავეს და ერთ ძუძუს გოგო სწოვდა, მეორე ძუძს – გველი. გაიზარდა ეს გოგო და მოსხლიტა დედამ ძუძუს, დააწყებინა პურის ჭამა. რა ქნას გველმა, ვერ კბეჩავს პურს. დედას კი ენანება - ისიც ხომ მისი შვილია, და დაუფცქვნის პურს, დიდ ნატეხებს გოგო იღებს და ჭამს, ფქვილივით დაფცქვნილს კი გველი ლოკავს. გოგო კი ეუბნება: „ნუ ცუცუსა, ჭიავ, ლუკმა-ლუკმა ჭამეო). რომ გაიზარდა ეს გველი, სახლიდან გავიდა; სულ წივილ-წივილით გაუვლია ჭალაზე და, სადაც ადგილის დედაა, იმ ციხის ნანგრევში შესულა. როგორც კრავლიანი ბატკანი, ისეთი გამხდარა და არის მას შემდეგ იქ.

პირველმოგებულ ბოჩოლას (ხბოს) და ციკანს კლავენ ადგილის დედაში.

იხილე აგრეთვე

ადგილის დედა ღვთისმშობელი

წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები