სინისი
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | '''სინისი''' – ''(ბერძნ.)'' ავაზაკი, რომელსაც | + | '''სინისი''' – ''(ბერძნ.)'' ავაზაკი, რომელსაც „[[პიტოკამპტესი|პიტოკამპტესსაც]]“ უწოდებდნენ, რაც ქართულად „ფიჭვის მზნექელს“ ნიშნავს. |
ამ ბუმბერაზს ასე იმიტომ უწოდეს, რომ ფლობდა გასაოცარ ძალას: შეეძლო ისე მოეზნიქა ფიჭვები, რომ მათი კენწეროები მიწას | ამ ბუმბერაზს ასე იმიტომ უწოდეს, რომ ფლობდა გასაოცარ ძალას: შეეძლო ისე მოეზნიქა ფიჭვები, რომ მათი კენწეროები მიწას | ||
შეხებოდა. ბოროტი იყო სინისი. როდესაც გზად მიმავალ მგზავრს დაინახავდა, მოხრილი ფიჭვის კენწეროს ხელში დააკავებინებდა, | შეხებოდა. ბოროტი იყო სინისი. როდესაც გზად მიმავალ მგზავრს დაინახავდა, მოხრილი ფიჭვის კენწეროს ხელში დააკავებინებდა, |
04:23, 1 დეკემბერი 2016-ის ვერსია
სინისი – (ბერძნ.) ავაზაკი, რომელსაც „პიტოკამპტესსაც“ უწოდებდნენ, რაც ქართულად „ფიჭვის მზნექელს“ ნიშნავს. ამ ბუმბერაზს ასე იმიტომ უწოდეს, რომ ფლობდა გასაოცარ ძალას: შეეძლო ისე მოეზნიქა ფიჭვები, რომ მათი კენწეროები მიწას შეხებოდა. ბოროტი იყო სინისი. როდესაც გზად მიმავალ მგზავრს დაინახავდა, მოხრილი ფიჭვის კენწეროს ხელში დააკავებინებდა, თავად კი მოულოდნელად განზე გადგებოდა. მოზნექილი ხე სწორდებოდა და ისეთი ძალით ასტყორცნიდა ხოლმე მაღლა მგზავრს, რომ საბრალოს ჰაერშივე გული უსკდებოდა. უფრო ხშირად კი სინისი დაიჭერდა გამვლელს, მოხრიდა ფიჭვებს, დატყვევებულის ერთ ხელს ერთი ხის კენწეროზე მიაბამდა, მეორე ხელს – მეორეზე, შემდეგ ხეებს აუშვებდა და კაცი შუაზე იხლიჩებოდა. ეს ავაზაკი მისივე გამოგონილი ხერხით მოკლა თესევსმა და თავისი გამარჯვების აღსანიშნავად დააწესა ისთმოსური თამაშები.