გოთიკის აღორძინება არქიტექტურასა და დიზაინში
(→წყარო) |
|||
ხაზი 17: | ხაზი 17: | ||
[[კატეგორია: არქიტექტურა]] | [[კატეგორია: არქიტექტურა]] | ||
[[კატეგორია:გოთიკა]] | [[კატეგორია:გოთიკა]] | ||
+ | [[კატეგორია:არქიტექტურული სტილი]] |
16:09, 13 სექტემბერი 2020-ის ვერსია
გოთიკის აღორძინება არქიტექტურასა და დიზაინში– კლასიციზმის პარალელურად XVIII საუკუნის შუა ხანებში ბრიტანეთში გოთიკის აღორძინება იწყება, ხოლო XIX საუკუნიდან ის სხვა ქვეყნებშიც იჩენს თავს. ამ ტენდენციის ერთ-ერთი პირველი მიმდევარი კონსერვატორი პოლიტიკოსი და მწერალი ჰორას უოლფოლი (1717-1797) იყო, რომლის მიერ 1764 წელს გამოცემული თხზულება ოტრანტოს სასახლე საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც პირველი გოთიკური რომანი. შუა საუკუნეებში აღწერილმა იდუმალმა და ჯადოსნურმა ამბავმა გოთიკური სტილის მიმართ ინტერესი იმთავითვე გამოიწვია.
1749 წელს უოლფოლი თავის ქალაქგარეთ მდებარე სახლის, სთრობერი ჰილის, მისსავე რომანში აღწერილ გოთიკური ტიპის სასახლედ გადაკეთებას შეუდგა რამდენიმე მეგობართან და არქიტექტორთან ერთად მან შემდგომი 30 წლის განმავლობაში იმუშავა და შენობის ფასადს დეკორატიული ელემენტები - კედლების დაკბილული დაბოლოებები, აჟურული ფანჯრები და კოშკურები - შემატა. სასახლის ინტერიერიც ბრიტანეთის ისტორიულ წარსულზე უოლფოლის შეხედულების შესაბამისად გადაკეთდა. სურათების გალერეისთვის მან სასახლის ბიბლიოთეკის უძველეს წიგნებში აღბეჭდილი შუა საუკუნეების არქიტექტურის გრავიურები გამოიყენა. გალერეის ჭერი ჰენრი VII-ს ვესთმისთერის კაპელის მიხედვითაა გაფორმებული, მაგრამ ცალკეული დეტალები უოლფოლის გემოვნებითაა შეცვლილი. მაგალითად, გამოყენებულია მარწყვისმაგვარი ფორმები მარაოსებურ კამარებზე, რაც სრულიად უცხოა შუა საუკუნეების გოთიკური არქიტექტურისათვის.