ჭოტისუბნის წმინდა გიორგის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 12: ხაზი 12:
 
[[კატეგორია:კასპის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული ძეგლები]]
 
[[კატეგორია:კასპის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული ძეგლები]]
 
[[კატეგორია:წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიები]]
 
[[კატეგორია:წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიები]]
 +
[[კატეგორია: დარბაზული ეკლესიები]]

15:23, 14 სექტემბერი 2020-ის ვერსია

ჭოტისუბნის წმინდა გიორგის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ გუდალეთის სამხრეთით 6 კილომეტრში, ბორცვზე. თარიღდება X საუკუნით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია, ნაგებია დიდი ზომის ქვის ბრტყელი ფილებით. ძლიერ დაზიანებულია: მთლიანადაა ჩანგრეულია სახურავი და კედლების მნიშვნელოვანი ნაწილი; მხოლოდ აღმოსავლეთ კედელს აქვს შემორჩენილი პერანგის ნაწილი და ერთი პატარა სარკმელი. ეკლესია ამოვსებულია მიწითა და ნანგრევებით. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. კარის არქიტრავზე ხუთსტრიქონიანი წარწერაა, რომელიც ძნელად იკითხება. მასში მოხსენიებულია ეკლესიის მშენებელი ვინმე გაბრიელ გალატოზი. წარწერის ორივე მხარეს გამოსახულია ჯვრები, რომელთა მხრები და თავი წყვილბოლოიანია და სტილიზებული ფრთების გამოსახულებითაა დასრულებული. მეორე, შედარებით მცირე ზომის დაზიანებულწარწერიანი ქვა დარბაზის ჩრდილოეთ კედელშია ჩატანებული.


წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები