ნატახტრს იოანე ნათლისმცემლის ეკლესია
(ახალი გვერდი: '''ნატახტრის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია''' — არქიტექტურული ძ...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 13: | ხაზი 13: | ||
[[კატეგორია:საქართველოს ეკლესია-მონასტრები]] | [[კატეგორია:საქართველოს ეკლესია-მონასტრები]] | ||
[[კატეგორია:მცხეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული ძეგლები]] | [[კატეგორია:მცხეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული ძეგლები]] | ||
| − | [[კატეგორია:დარბაზული | + | [[კატეგორია:დარბაზული ეკლესიები ]] |
[[კატეგორია:იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიები]] | [[კატეგორია:იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიები]] | ||
15:38, 21 სექტემბერი 2020-ის ვერსია
ნატახტრის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საქართველოში მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტარში. ეკლესია მდებარეობს სოფლის ცენტრში, აგებულია XIX საუკუნის მეორე ნახევარში.
აღწერილობა
ეკლესია დარბაზულია (12,9 ალ X 7,5 მ), ნაგებია აგურით. დაიანებულია, შესასვლელი დასავლეთიდანაა. სწორკუთხა საკურთხეველში ერთი სარკმელია. საკურთხევლის წინ არდაბაგია. დარბაზის გრძივ კედლებზე სამ-სამი ფართო სწორკუთხა სარკმელი და წყვილი პილასტრია. პილასტრებს კამარის საბჯენი თაღები ეყრდნობა. განივი კედლები დასრულებულია კუთხის პილასტრებზე დაყრდნობილი საბჯენი თაღით. საკურთხევლის წინ, ჩრდილოეთ კედელთან ეკლესიის ამშენებლის გენერალ ჩიჩიკოვის (ჩიჩიკაშვილი ?) საფლავიაა, რომელიც 1872 წელს გარდაცვლილა.
ფასადებზე პილასტრები ხაზგასმულია აგურის წყობაში ამოყვანილი მაღალი, ვიწრო ნიშებით. პილასტრების ორსაფეხურიანი კაპიტელები გაერთიანებულია სარტყლით. სარტყლებს აგურის საპირე აქვს. ეკლესიის თაღოვან კარიბჭეზე დაშენებულია სამრეკლო.