ალექსი-მესხიშვილი ანდრია დავითის ძე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ალექსი-მესხიშვილი ანდრია დავითის ძე''' - (1793-1849), კალიგრაფი, [[გაბ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ალექსი-მესხიშვილი ანდრია დავითის ძე“ გადაიტანა გვერდზე „[[ანდრი...) |
16:25, 23 ოქტომბერი 2020-ის ვერსია
ალექსი-მესხიშვილი ანდრია დავითის ძე - (1793-1849), კალიგრაფი, გაბრიელის შვილიშვილი. მისი ხელწერა მესხიშვილისეული სილამაზითა და გაწაფულობით ხასიათდება. ამ სკოლისათვის დამახასიათებელი თავისებურად გამოყვანილი „ლ“, „რ“, „ზ“ და სხვა ასოები, აგრეთვე ასოთა ლამაზი, ტალღოვანი გადაბმები, ნათლად წარმოაჩენს მესხიშვილთა კალიგრაფიულ ხელოვნებას. ცნობილია მის მიერ გადაწერილი 4 ხელნაწერი: 1. იესე სულხანოვი, სიტყვა მოციქულთა სწორის ნინოს მიძინებაზე, 1850 წ. (S 2530), 2. კრებული, XIX ს. [S 2527], 3. ცხოვრება ევსტათისი, XIX ს. (S 2528), 4. გაბრიელ მცირე, სამოთხის ყვავილი, XIX ს. (S 2529).