მინიმალიზმი ხელოვნებაში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: დონალდ ჯადი. უსათაურო. 1986 წ. ნიუ იორკი '''მინიმა...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Donaldjudd.jpg|thumb|დონალდ ჯადი. უსათაურო. 1986 წ. ნიუ იორკი]]
+
[[ფაილი:Donaldjudd.jpg500px|thumb|დონალდ ჯადი. უსათაურო. 1986 წ. ნიუ იორკი]]
  
'''მინიმალიზი''' - რა არის მინიმალიზმი? ეს, ერთი შეხედვით, მარტივი შეკითხვა სამოციან წლებამდე პასუხგაუცემელი იყო. როგორც ერთი მეცნიერი ამბობს, მინიმალიზმი არის “მიმდინარეობა ხელოვნებაში”, რომლის “ძირითადი ელემენტები” მინიმალური კომპოზიციური მანევრირების შედეგად სახეცვლილი სწორი კუთხე, წრე და კუბია. ცნობილია მინიმალიზმის  უფრო ფართო განსაზღვრებაც, რომლის თამახმად, "მინიმალიზმი არის მოძრაობა, რომელიც თავდაპირველად ომის შემდგომ ამერიკაში ხელოვნებასთან კავშირში, ძალზედ მწირი რესურსების გამოყენებით წარმოიშვა". არსებობს სხვა კრიტიკოსის მოსაზრებაც, რომელიც გამოთქვამს აზრს, რომ მინიმალიზმი “მოდერნისტული სტილის დასასრულია, უფრო სწორად კი მოდერნსა და პოსტმოდერნს შორის არსებული გარდამავალი ეტაპი.თავდაპირველად კრიტიკოსები ამ მინიმალიზმის ცნების ორ განმარტებას ემხრობოდნენ. პირველი განმარტების თანახმად, “მინიმალისტური” ახალი ქანდაკების უაღესად ”მარტივი” სტრუქტურის  დამაკნინებელ ალუზიას ნიშნავდა. ნეგატიურად განწყობილი დამთვალიერებელი უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ უკიდურესად შემცირებული გეომეტრიული ფორმები დაცლილი იყო ყოველგვარი სიღრმისა და სირთულისაგან, ღარიბი იყო მისი ვიზუალური მხარეც. (როგორც ჯადი ამბობს “სანახავიც არაფერი იყო”).
 
11:20, 28 ოქტომბერი 2020-ის ვერსია

ფაილი:Donaldjudd.jpg500px
დონალდ ჯადი. უსათაურო. 1986 წ. ნიუ იორკი

მინიმალიზი - რა არის მინიმალიზმი? ეს, ერთი შეხედვით, მარტივი შეკითხვა სამოციან წლებამდე პასუხგაუცემელი იყო. როგორც ერთი მეცნიერი ამბობს, მინიმალიზმი არის “მიმდინარეობა ხელოვნებაში”, რომლის “ძირითადი ელემენტები” მინიმალური კომპოზიციური მანევრირების შედეგად სახეცვლილი სწორი კუთხე, წრე და კუბია. ცნობილია მინიმალიზმის უფრო ფართო განსაზღვრებაც, რომლის თამახმად, "მინიმალიზმი არის მოძრაობა, რომელიც თავდაპირველად ომის შემდგომ ამერიკაში ხელოვნებასთან კავშირში, ძალზედ მწირი რესურსების გამოყენებით წარმოიშვა". არსებობს სხვა კრიტიკოსის მოსაზრებაც, რომელიც გამოთქვამს აზრს, რომ მინიმალიზმი “მოდერნისტული სტილის დასასრულია, უფრო სწორად კი მოდერნსა და პოსტმოდერნს შორის არსებული გარდამავალი ეტაპი.თავდაპირველად კრიტიკოსები ამ მინიმალიზმის ცნების ორ განმარტებას ემხრობოდნენ. პირველი განმარტების თანახმად, “მინიმალისტური” ახალი ქანდაკების უაღესად ”მარტივი” სტრუქტურის დამაკნინებელ ალუზიას ნიშნავდა. ნეგატიურად განწყობილი დამთვალიერებელი უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ უკიდურესად შემცირებული გეომეტრიული ფორმები დაცლილი იყო ყოველგვარი სიღრმისა და სირთულისაგან, ღარიბი იყო მისი ვიზუალური მხარეც. (როგორც ჯადი ამბობს “სანახავიც არაფერი იყო”).

მეორე განმარტება უკვე მინიმალისტების მუშაობის სტილს უკავშირდება. მინიმალისტები სახელოსნოში სახედლდახელოდ ქმნიდნენ სხვადასხვა ნამუშევარს, სამრეწველო ნედლეულიდან აგებდნენ დროებით კონსტრუქციებს და ამ ახალ ხელოვნებაში ავტორის, შემოქმედის თვითმყოფადობა არსად ჩანდა. ავტორისეული ხელწერისა და ინდივუალურობის არქონა აბსატრაქტული ექსპრესიონიზმის ესთეტიკას შეჩვეული მაყურებლისათვის ძნელად მისაღები აღმოჩნდა. ხელოვნების ნიმუში უწინარეს ყოვლისა მისი ავტორის სუბიექტური მეს გამოხატულება უნდა ყოფილიყო. ყუთის აგება და აგურების დაწყობა ნებისმიერს შეეძლო, ნამდვილი ხელოვანი კი იყო ის, ვინც უბრალო, უმნიშველო ნაჩხაპნიდან ქმნიდა ხელოვნების ნიმუშს. ამგვარი მოსაზრებები ეჭვქვეშ აყენებდა მინიმალიზმის, როგორც ხელოვნების მიმდინარეობის სტატუსს. ეს არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ მინიმალიზმი ხელოვნებასთან გაეიგივებინათ. თუმცა, კრიტიკულ წრეებში ეს დამოკიდებულება მალე შეიცვალა. უკვე გვიან სამოციან წლებში მინიმალიზმი გახდა იმ დროისთვის პრიორიტეტული ავანგარდული მანერის მატარებელი ნეიტრალური სტილი (ბოლოს და ბოლოს, იმპრესიონიზმი და ფოვიზმი უკვე წარსულს ჩაბარდა) რომელმაც თავი დაიკვიდრა ხელოვნების ისტორიასა და მუზეუმში.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები