ადამიღ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ადამიღ (დამჷღ)''' - დამღა, დაღი. ნასესხებია თურქულიდან. გაცხელ...)
 
(მომხმარებელმა Malania გვერდი „ადამიღ“ გადაიტანა გვერდზე „დამჷღ“)

10:21, 10 ნოემბერი 2020-ის ვერსია

ადამიღ (დამჷღ) - დამღა, დაღი. ნასესხებია თურქულიდან. გაცხელებული შანთით გაკეთებული ნიშანი მსხვილფეხა საქონელზე და ცხენებზე. ტერმინი ძვ. ქართულში სპარსულიდან არის შემოსული. აფხაზები საკუთარ საქონელს ნაჭდევებს, საკუთრების ნიშნებს უკეთებდნენ. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ლიტერატურული და ეთნოგრაფიული მასალების თანახმად, პირუტყვზე, როგორც მსხვილფეხაზე, ისე წვრილფეხაზე ადიღელებისა და აფხაზების მიერ დადებული საკუთრების ნიშნები ერთნაირი იყო, მეორდებოდა, რაც იმის მიმანიშნებელი უნდა იყოს, რომ ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამოსახლებულ მოსახლეობას იქაური საკუთრების ნიშნებიც თან მოჰქონდა. მსხვილფეხა საქონლის საკუთრების ფორმის ნიშანი,დიდი ოჯახის გაყრისა და ქონების განაწილების დროს, საერთო საკუთრების დამღას, გამონაყოფი ოჯახისათვის განსხვავებული დამატებითი ნიშანი უკეთდებოდა.დამღა საგვარო და პატრონიმიული საკუთრების ნიშნებად გვევლინება.

წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები