10:23, 26 ნოემბერი 2020-ის ვერსია
აცხარშვი (აცხარშοჷ) - აფხ. ხორბლის ფქვილის სქელი ფაფა თაფლით. მთავარი ტკბილეული პროდუქტი თაფლი იყო, რომელსაც აფხაზებში ფართო გამოყენება ჰქონდა. მისგან სასმელსაც აკეთებდნენ და სხვადასხვა ცომეულშიც ხშირად ხმარობდნენ.
წყარო
აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი