აცუთა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Malania გვერდი „აცუთა“ გადაიტანა გვერდზე „აცუჷთა“)
(მომხმარებელმა Malania გვერდი „აცუჷთა“ გადაიტანა გვერდზე „აცუთა“ გადამისამართებაზე)

10:41, 26 ნოემბერი 2020-ის ვერსია

აცუთა (აცუჷთა) - აფხ. დასახლების უძველესი მონოგენური ერთეული. სოციალური ერთეულის აღმნიშვნელი ტერმინი. მისი აგებულება ასეთია: ა-არსებით სახელთა ზოგადობის პრეფიქსია; ც - სათანაო კატეგორიის პრეფიქსი; უ არის ა-უ-რა „ქმნა, კეთება, შრომა“ ზმნის ძირი; -თა ადგილის აღმნიშვნელი სუფიქსია. სიტყვა ზედმიწევნით ითარგმნება როგორც „ერთად შრომის ადგილი“. სავარაუდოა, რომ იგი თავდაპირველად საზიარო ყანას აღნიშნავდა და გვიან შეიძინა საცხოვრებელი უბნის აღნიშვნის ფუნქცია. ამ სიტყვის სინონიმია არაბული ტერმინი აჰაბლა „უბანი“.

წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები