კიკნაძე ანზორ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ანზორ კიკნაძე''' — (დ. 26 მარტი, 1934, ბადიაური, საგარეჯოს რაიონი — ...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კიკნაძე ანზორ“ გადაიტანა გვერდზე „ანზორ კიკნაძე“)

19:54, 29 იანვარი 2021-ის ვერსია

ანზორ კიკნაძე — (დ. 26 მარტი, 1934, ბადიაური, საგარეჯოს რაიონი — გ. 17 ნოემბერი, 1977, თბილისი), ქართველი სპორტსმენი, ძიუდოისტი (93 კგ). XVIII ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1964, ტოკიო), მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1967), ევროპის ოთხგზის აბსოლუტური ჩემპიონი (1962, 64, 65, 66), ორგზის მეორე პრიზიორი (1967, 68), ევროპის ოთხგზის ჩემპიონი გუნდურ შეჯიბრებაში (1963, 64, 65, 66), სსრკ ხუთგზის ჩემპიონი სამბოში (1961­-65), საქართველოს ხუთგზის აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში (1959­-62, 64). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. დაიღუპა ავტოკატასტროფაში.

1964 წლის ოლიმპიური თამაშები

+ 80 კგ). 14 მონაწილე
1. ისაო ინოკუმა (იაპონია)
2. ალფრედ როჯერსი (კანადა)
3. ფარნაოზ ჩიკვილაძე (სსრკ)
3. ანზორ კიკნაძე (სსრკ)
ჯგუფური ტურნირი: დაამარცხა ჰერბერტ ნიმანი (გერმანიის გაერთიანებული გუნდი) და იოჰანეს გუველეუ (ჰოლანდია). ნახევარფინალში იპონით (4,51) წააგო მომავალ ჩემპიონთან, ისაო ინოკუმასთან (იაპონია).

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები