კოვალენკო სერგეი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''სერგეი კოვალენკო''' (დ. 11 აგვისტო 1947, პორტ-არტური - 18.ნოემბერი.2004)....)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კოვალენკო სერგეი“ გადაიტანა გვერდზე „სერგეი კოვალენკო“)

23:14, 29 იანვარი 2021-ის ვერსია

სერგეი კოვალენკო (დ. 11 აგვისტო 1947, პორტ-არტური - 18.ნოემბერი.2004). უკრაინელი სპორტსმენი, კალათბურთელი (215 სმ). თამაშობდა თბილისის „ბურევესტნიკში” (1965­-68), კიევის „სტროიტელში” (1969­-75), მოსკოვის ცსკა­ში (1976-­80), იყო სსრკ ნაკრების წევრი (1966­-73). XX ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1972, მიუნხენი. ეს ოქრო ჩაეთვალა უკრაინას), XIX ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1968, მეხიკო), მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1970), ევროპის ჩემპიონი (1969), ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1973), მსოფლიოს უნივერსიადის მეორე პრიზიორი (1973), სსრკ ორგზის ჩემპიონი (1976, 80), სსრკ ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1970, 74), სსრკ ხალხთა VII სპარტაკიადის ჩემპიონი (1979). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები