აბნა ბიზშვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''აბნა ბიზშვა (აბნა ბჷზშοა)''' — ტყის ენა. ჩრდი...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „აბნა ბჷზშοა“ გადაიტანა გვერდზე „აბნა ბიზშვა“ გადამისამართება...)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)

მიმდინარე ცვლილება 00:45, 2 თებერვალი 2021 მდგომარეობით

აბნა ბიზშვა (აბნა ბჷზშοა) — ტყის ენა. ჩრდილოეთ კავკასიის ყველა ხალხის მონადირეებში და მათ შორის აფხაზებშიც სამონადირეო, ანუ ტყის ენა იყო გავრცელებული. აფხაზურად მას აბნა ბიზშვა (აბნაბჷზშοა) „ტყის ენა“ ეწოდებოდა. აფხაზების წარმოდგენით, იმ ცხოველებს, რომელთა ხორცი საკვებად გამოდგებოდა, ადამიანის ენა ესმოდათ. ამიტომ, ნადირობის დროს, რომ მონადირეებს თავი არ გაეცათ, ტყის ენაზე იწყებდნენ საუბარს. მათი წარმოდგენით, ტყის ენას ცხოველები შეცდომაში შეჰყავდა და სიფხიზლეს აკარგვინებდა. ეს ენობრივი ტაბუ მაგიურ სიტყვებთანაც იყო დაკავშირებული.

აფხაზების აზრით, ვინც ტყის ენა იცოდა, მას ტყეში მცხოვრებ მხეცებზე ძალაუფლების და გავლენის მოპოვება შეეძლო. ტყის ენას აფხაზი მამაკაცები თარეშის დროსაც იყენებდნენ. თარეშის წინ ისინი უღრანი ტყის მიუვალ ადგილას გროვდებოდნენ, სადაც მათ უცხო თვალი ვერ მისწვდებოდა, თან იქ მათი წარმართული სალოცავი წმ. გიორგის „აჲრგჲ“-ს სახელზე იყო დაარსებული. წმ. გიორგი მამაკაცების მფარველად მიაჩნდათ. ქალებმა (ცოლებმა, დებმა, დედებმა...) თავისთავად ცხადია, არც ტყის ენა და არც ის ადგილი იცოდნენ. მამაკაცები მოლაპარაკების შემდეგ, დილაადრიან, ჩუმად გადიოდნენ სახლიდან და რამდენიმე დღე არ ბრუნდებოდნენ. თავდაპირველად ისინი ტყეში გროვდებოდნენ, ვარჯიშობდნენ, გეგმავდნენ თარეშის ადგილს, თითოეული მონაწილის როლს, შემდეგ სალოცავს მსხვერპლს შესწირავდნენ და ბოლოს სათარეშოდ მიდიოდნენ. თარეშის შემდეგ კვლავ იმავე ადგილზე ბრუნდებოდნენ ალაფის გასაყოფად. ხელმძღვანელს ალაფის ყველაზე დიდი წილი ეკუთვნოდა.

[რედაქტირება] წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები