ჭიჭინაძე გივი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ჭიჭინაძე გივი“ გადაიტანა გვერდზე „გივი ჭიჭინაძე“) |
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „გივი ჭიჭინაძე“ გადაიტანა გვერდზე „ჭიჭინაძე გივი“ გადამისამართ...) |
22:59, 8 თებერვალი 2021-ის ვერსია
გივი ჭიჭინაძე – დაიბადა 1959 წლის 2 ივლისს ქ. თბილისში.
განათლება – დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი სოფლის მეურნეობის მექანიზაციის სპეციალობით.
სამუშაო გამოცდილება
- დიღმის საცდელი მეურნეობის მუშა (1976-1977)
- საქსახკომსოფლტექნიკის საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიური დაპროექტების და ეკონომიკური პროგნოზირების ინსტიტუტის მეცხოველეობის ფერმების ელექტრომექანიზაციის განყოფილების ტექნიკოსი (1977)
- საქსახკოსოფლტექნიკის საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიური დაპროექტების და ეკონომიკური პროგნოზირების ინსტიტუტის საკონსტრუქტორო განყოფილების უფროსი ტექნიკოსი, ინჟინერი, მე-3 კატეგორიის კონსტრუქტორი (1980-1987)
- საქართველოს ვოკალურ-მუსიკალური ფოლკლორის სახელმწიფო ანსამბლის მასახიობ-მომღერალი (1987-1990)
- საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საგარეო ეკონომურ ურთიერთობათა ასოციაცია „იყალთო XXI“ საგარეო ურთიერთობათა განყოფილების უფროსი (1990-1994)
- შპს „ლიბო XXI“ მენეჯერი (1994-1996)
- საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის ქვემო ქართლის საბაჟოს საგუშაგო „სადახლოს“ უფროსის მოადგილე (1996)
- საბაჟო საგუშაგო „წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი (1998)
- საბაჟო დეპარტამენტის ოპერატიული საქმიანობის კოორდინაციის და ინსპექტირების სამმართველოს საბაჟოს „წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი (1998-1999)
- საბაჟო „წითელი ხიდის“ საინსპექციო განყოფილების ცვლის უფროსი (1999)
- საბაჟო „წითელი ხიდის“ უფროსის მოადგილე (1999); უფროსი (1999-2000)
- თბილისის მერიის ვაკის რაიონის გამგებელი (2014-2015)
- იმერეთის რეგიონის რწმუნებული-გუბერნატორი (2015-2018)
პარლამენტის წევრი
- მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი 2018 წლის 16 მაისიდან: მაჟორიტარი, ვანისა და ხონის №54 საარჩევნო ოლქი, საარჩევნო ბლოკი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ფრაქცია „ქართული ოცნება“ - წევრი, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
სახელმწიფო ჯილდოები
ღირსების ორდენი (01-01-1999)
საპატიო წოდება
- საქართველოს სახელმწიფო პრემია (01-01-1998)
- ხელოვნების ქურუმი (01-01-2006)