კახაძე ვლადიმერ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „კახაძე ვლადიმერ“ გადაიტანა გვერდზე „ვლადიმერ კახაძე“ გადამისა...) |
14:57, 23 თებერვალი 2021-ის ვერსია
ვლადიმერ კახაძე დაიბადა 1953 წლის 28 ოქტომბერს ქ. თბილისში. — ექიმი, პოლიტიკოსი. თბილისის საპატიო მოქალაქე (01-01-2018)
განათლება – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნაალო ფაკულტეტი (1978).
სამუშაო გამოცდილება
- თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის კლინიკის სანიტარი (1971-1972)
- თბილისიდ №1 კლინიკური საავადმყოფოს ექიმი ინტერნი (1972-1979)
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი (1979-1981); უფროსი ლაბორანტი (1982-1987)
- ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის კაბინეტის გამგე (1987-1988)
- რესპუბლიკური დიაგნოსტიკური ცენტრის ექიმი ექოსკოპისტი (1988-1992)
- კოოპერატივის „ოჯახი და ჯანმრთელობა“ ექიმი ექოსკოპისტი (1992-1993)
- შპს სამედიცინო ფირმა „ლაფორტუნადოს“ პრეზიდენტი (1993-1998); კონსულტანტი (2002-2006)
- თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე (1998-2002)
- სს „ჩემი ოჯახის კლინიკა“ ექიმი ექოსკოპისტი (2006-2013)
- შპს „ოქსფორდ მედიქალ ჯორჯიას“ ექიმი რადიოლოგი (2012-2015)
- კლინიკა „მზერის“ ექიმი რადიოლოგი (2015-2019)
- მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (2019 წლის 27 ივნისიდან 2020-მდე): მაჟორიტარი, თბილისის №1 საარჩევნო ოლქი, პოლიტიკური ბლოკი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ფრაქცია „ქართული ოცნება“ - წევრი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი; ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
- მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (2020 წლიდან): პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“; ფრაქცია „ქართული ოცნება“ - ფრაქციის წევრი (11-12-2020); ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (17-12-2020); განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრი (17-12-2020)
სახელმწიფო ჯილდოები
ღირსების ორდენი (2002)
რესურსები ინტერნეტში
კატეგორიები:
- ქართველი ექიმები
- ქართველი პოლიტიკოსები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- 2016-2020 წლების საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრები
- 2020-2024 წლების საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს პოლიტიკური პარტიების წევრები
- ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს წევრები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები
- კახაძეები