არსენი ეშმს ძე
(ახალი გვერდი: '''არსენი ეშმს ძე''' – (XI ს.), საეკლესიო მოღვაწე, კალიგრაფი, შემორჩ...) |
|||
| ხაზი 7: | ხაზი 7: | ||
[[კატეგორია:ქართველი კალიგრაფები]] | [[კატეგორია:ქართველი კალიგრაფები]] | ||
[[კატეგორია:სასულიერო პირები]] | [[კატეგორია:სასულიერო პირები]] | ||
| + | [[კატეგორია:მარტვილის ოთხთავი]] | ||
15:14, 26 თებერვალი 2021-ის ვერსია
არსენი ეშმს ძე – (XI ს.), საეკლესიო მოღვაწე, კალიგრაფი, შემორჩენილია მის მიერ 1050 წელს გადაწერილი ერთადერთი ხელნაწერი, რომელიც სამეცნიერო ლიტერატურაში მარტვილის ოთხთავის სახელით არის ცნობილი. 1050 წელს გადაწერილი ეს ხელნაწერი (S 391) შესრულებულია ასომთავრულით (3 132 ფფ) და ნუსხურით (133-186 ფფ) 1-2 ფურცელზე მათესა და მარკოზის მინიატურებია. ხელნაწერის პირველი ნაწილის გადამწერია ა.ე.ძ. მეორე ნაწილი იოვანე მესვეტის ხელით არის გადაწერილი. ორივე გადამწერი მოღვაწეობდა მარტვილში. ხელნაწერი გადაწერილია ივანე ფარჯანიანის დაკვეთით „... მე, ივანე ფარჯანიან, დავწერე წმინდაჲ ესე სახარებაჲ ჴელითა, ადიდენ ღმერთმან, იოვანე მესუეტისაჲთა. ლოცვასა წმიდასა თქუენსა გვერდით. ქრონიკონი იყო სო და მეც გლახ-საწყალობელი სულითა არსენი ეშმს ძე ლოც...“(186v). შესაძლოა, ანდერძი დაწერილია ა.ე.ძ-ის ხელით, რადგან თავის თავზე იოვანე მესვეტე ვერ იტყოდა „ადიდე ღმერთმანო“. ხელნაწერის ერთვის ა.ე.ძ-ის კიდევ რამდენიმე მინაწერი: „ქრისტე, შეიწყალე არსენი ცოდვილი“ (137 r). „იესუ ქრისტე, შეიწყალე საწყალი და მწარედ ცოდვილ არსენი მწერალი, ღთისათს ლოცვასა გვედრივაე“ (144 r).
ე. სილოგავა