სამკვდილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Samkvdili.jpg|thumb|300პქ|სამკვდილი]]
 
[[ფაილი:Samkvdili.jpg|thumb|300პქ|სამკვდილი]]
 +
'''სამკვდილი''' - მკელის ტყავის წინსაფარი. [[ყანა|ყანის]] მკის დროს მომკელი იკეთებს სამკვდილს გულზე, მხრებსა და მკლავებზე, რომ ნამჯამ არ შეაწუხოს.
  
'''სამკვდილი''' - მკელის ტყავის წინსაფარი. ყანის მკის დროს მომკელი იკეთებს სამკვდილს გულზე, მხრებსა და მკლავებზე, რომ ნამჯამ არ შეაწუხოს.
+
ქართულ ეთნოგრაფიულ ყოფაში სამკვდილი მხოლოდ [[ქიზიყი|ქიზიყში]] დასტურდება. მსგავსი წინსაფარი სხვა ხალხთა ყოფაში არ ჩანს. ქიზიყში ტყავის სპეცტანსაცმლის არსებობას აპირობებდა მეცხოველეობის განვითარების მაღალი დონე, ტყავის დამუშავების საქმის ცოდნა-გამოცდილება. სიღნაღის რაიონში თავმოყრილი ყოფილა ჭონების დიდი რაოდენობა. სამკვდილის ტყავს [[თრიმლი]]საშუალებით ამუშავებდნენ. მასალად იყენებდნენ თხის, ცხვრისა და ხბოს ტყავს. სამკვდილი ერთი მთლიანი ტყავისგან შედგებოდა. მას წელზე მიკერებული ჰქონდა ტყავის ფუნჯები, ზედ ჰქონდა მიბმული სამაჯურები, საოფლე, სათითე და მუშა. სამკვდილს ჩაცმის წინ და მუშაობის დასრულების შემდეგ ცხვრის ქონით პოხავდნენ. მკელი მის შიგნით ან არაფერს, ან პერანგს იცვამდა. შეკერვის დროს ნაბალნევი მხარე შიგნით უნდა მოჰყოლოდა ოფლის საწინააღმდეგოდ. იკერება ორი ტყავისგან: ერთ ტყავს შუაზე საყელოს ამოუღებდნენ ისე, რომ ნახევარი ტყავი უკან მოექცეოდა და მხრებსა და ბეჭებზე ეფინებოდა, მეორე ნახევარი გულს უფარავდა, სიგრძივ წელის არეში (საქამრეზე) მიაკერებდნენ ტყავს, რაც მუცელსა და ბარკლებს დაუფარავდა. სამკვდილს მარჯვენა ხელისათვის მიკერებული ჰქონდა სამკლავე. იგი გაუკერავია ხელის მოხრა რომ არ შეუშალოს მუშაობის დროს, მარცხენა ხელის მაჯაზე შემოხვეული აქვს ტოლაღი, რომ ნამჯამ მაჯა არ „შეუჭამოს“.
 
+
ქართულ ეთნოგრაფიულ ყოფაში სამკვდილი მხოლოდ ქიზიყში დასტურდება. მსგავსი წინსაფარი სხვა ხალხთა ყოფაში არ ჩანს. ქიზიყში ტყავის სპეცტანსაცმლის არსებობას აპირობებდა მეცხოველეობის განვითარების მაღალი დონე, ტყავის დამუშავების საქმის ცოდნა-გამოცდილება. სიღნაღის რაიონში თავმოყრილი ყოფილა ჭონების დიდი რაოდენობა. სამკვდილის ტყავს [http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=39&t=1854 თრიმლის] საშუალებით ამუშავებდნენ. მასალად იყენებდნენ თხის, ცხვრისა და ხბოს ტყავს. სამკვდილი ერთი მთლიანი ტყავისგან შედგებოდა. მას წელზე მიკერებული ჰქონდა ტყავის ფუნჯები, ზედ ჰქონდა მიბმული სამაჯურები, საოფლე, სათითე და მუშა. სამკვდილს ჩაცმის წინ და მუშაობის დასრულების შემდეგ ცხვრის ქონით პოხავდნენ. მკელი მის შიგნით ან არაფერს, ან პერანგს იცვამდა. შეკერვის დროს ნაბალნევი მხარე შიგნით უნდა მოჰყოლოდა ოფლის საწინააღმდეგოდ. იკერება ორი ტყავისგან: ერთ ტყავს შუაზე საყელოს ამოუღებდნენ ისე, რომ ნახევარი ტყავი უკან მოექცეოდა და მხრებსა და ბეჭებზე ეფინებოდა, მეორე ნახევარი გულს უფარავდა, სიგრძივ წელის არეში (საქამრეზე) მიაკერებდნენ ტყავს, რაც მუცელსა და ბარკლებს დაუფარავდა. სამკვდილს მარჯვენა ხელისათვის მიკერებული ჰქონდა სამკლავე. იგი გაუკერავია ხელის მოხრა რომ არ შეუშალოს მუშაობის დროს, მარცხენა ხელის მაჯაზე შემოხვეული აქვს ტოლაღი, რომ ნამჯამ მაჯა არ „შეუჭამოს“.
+
  
 
== ლიტერატურა ==
 
== ლიტერატურა ==
 
 
ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973. ნ.ჯ.
 
ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973. ნ.ჯ.
  

მიმდინარე ცვლილება 20:28, 1 მარტი 2021 მდგომარეობით

სამკვდილი

სამკვდილი - მკელის ტყავის წინსაფარი. ყანის მკის დროს მომკელი იკეთებს სამკვდილს გულზე, მხრებსა და მკლავებზე, რომ ნამჯამ არ შეაწუხოს.

ქართულ ეთნოგრაფიულ ყოფაში სამკვდილი მხოლოდ ქიზიყში დასტურდება. მსგავსი წინსაფარი სხვა ხალხთა ყოფაში არ ჩანს. ქიზიყში ტყავის სპეცტანსაცმლის არსებობას აპირობებდა მეცხოველეობის განვითარების მაღალი დონე, ტყავის დამუშავების საქმის ცოდნა-გამოცდილება. სიღნაღის რაიონში თავმოყრილი ყოფილა ჭონების დიდი რაოდენობა. სამკვდილის ტყავს თრიმლის საშუალებით ამუშავებდნენ. მასალად იყენებდნენ თხის, ცხვრისა და ხბოს ტყავს. სამკვდილი ერთი მთლიანი ტყავისგან შედგებოდა. მას წელზე მიკერებული ჰქონდა ტყავის ფუნჯები, ზედ ჰქონდა მიბმული სამაჯურები, საოფლე, სათითე და მუშა. სამკვდილს ჩაცმის წინ და მუშაობის დასრულების შემდეგ ცხვრის ქონით პოხავდნენ. მკელი მის შიგნით ან არაფერს, ან პერანგს იცვამდა. შეკერვის დროს ნაბალნევი მხარე შიგნით უნდა მოჰყოლოდა ოფლის საწინააღმდეგოდ. იკერება ორი ტყავისგან: ერთ ტყავს შუაზე საყელოს ამოუღებდნენ ისე, რომ ნახევარი ტყავი უკან მოექცეოდა და მხრებსა და ბეჭებზე ეფინებოდა, მეორე ნახევარი გულს უფარავდა, სიგრძივ წელის არეში (საქამრეზე) მიაკერებდნენ ტყავს, რაც მუცელსა და ბარკლებს დაუფარავდა. სამკვდილს მარჯვენა ხელისათვის მიკერებული ჰქონდა სამკლავე. იგი გაუკერავია ხელის მოხრა რომ არ შეუშალოს მუშაობის დროს, მარცხენა ხელის მაჯაზე შემოხვეული აქვს ტოლაღი, რომ ნამჯამ მაჯა არ „შეუჭამოს“.

[რედაქტირება] ლიტერატურა

ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973. ნ.ჯ.


[რედაქტირება] წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები