რესოსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''რესოსი''' – თრაკიის მეფე, ტროელთა მოკავშირე. რესოს ჰყავდა ჯა...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 13: | ხაზი 13: | ||
[[კატეგორია:მითოლოგია]] | [[კატეგორია:მითოლოგია]] | ||
[[კატეგორია:ბერძნული მითები]] | [[კატეგორია:ბერძნული მითები]] | ||
| + | [[კატეგორია:ტროას ომი]] | ||
15:56, 16 დეკემბერი 2016-ის ვერსია
რესოსი – თრაკიის მეფე, ტროელთა მოკავშირე.
რესოს ჰყავდა ჯადოსნური თეთრი ცხენები, რომლებსაც ტროას ბედი უნდა გადაეწყვიტათ და აი, როგორ: იყო წინათქმა, თუ ეს ცხენები აღმოჩნდებოდნენ ტროაში, ქალაქს ბერძნები ვერ აიღებდნენ. რესოსი ტროელთა მეგობარი იყო და ამიტომ თავისი ჯადოსნური ცხენებით ტროასკენ ისწრაფა. ბერძენმა გმირებმა, დიომედესმა და ოდისევსმა, შეიპყრეს ტროელთა მზვერავი დოლონი, რომელმაც მათ ანახა ადგილი, სადაც რესოსი ღამეს ათევდა. დიომედესმა და ოდისევსმა მოკლეს რესოსი, ამოხოცეს მისი ამალა, ხოლო ცხენები ბერძენთა ბანაკში გაიყოლეს.
ეს ამბავი მოთხრობილია ძვ. წ. IV საუკუნით დათარიღებულ ტრაგედიაში რომელსაც “რესოსი” ეწოდება და რომლის ავტორადაც ევრიპიდეს მიიჩნევენ.